4.15.37 Невесту брать невинную

Не должны брать за себя блудницу и опороченную, не должны брать и жену, отверженную мужем своим, ибо они святы Богу своему /лев.21,7/

Вдову.... не должен он брать /лев.21,14/

4.15.37 სასძლო უნდა იყოს უბიწო, ქალწული

მოთხოვნა ღვთის ხალხის მიმართ დაბ.24,16 ლევ.21,[8.14.15] რჯ.22,13-21 მათ.5,32

სულიერად:

- ქრისტეს სასძლო ქებ.6,9; 2კორ.11,2

- ეკლესია ეფ.5,27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

16. ყმაწვილი ქალი ძალზე მშვენიერი იყო შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცი ჯერ არ გაჰკარებოდა. და ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.

ლევიანნი 21

8. მეძავი ქალი არ შეირთონ მათ, არც არა ქალწული, არც განქორწინებული; რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის.

14. ცოლად ქალწული შეირთოს.

15. ქვრივი ან ქმარგაყრილი, ან მეძავი არ შეირთოს, არამედ ქალწული მოიყვანოს ცოლად თავისი ტომიდან.

მეორე რჯული 22

13. თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი,

14. ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე, შევედი მასთან და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები,“

15. ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაუტანონ ყმაწვილი ქალის ქალწულობის ნიშნები ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან,

16. და უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი,

17. ცილი დასწამა და თქვა: ქალწული არ გამოდგაო შენი ასული; და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა.“ და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე.

18. და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და გვემონ იგი,

19. და დააჯარიმონ 100 ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

20. და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,

21. გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ქალაქის ხალხმა, და მოკვდეს, რადგან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

ქებათა ქება 6

9. ის კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უნაკლო ჩემი; ის ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ის ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს. დედოფლებმა და ქალწულებმა – და ხოტბა შეასხეს მას.

მათე 5

32. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

2კორინთელთა 11

2. რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

ეფესელთა 5

27. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან კვალი წყლულისა, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

-----------------------

სურათზე: აბრაამის მსახური ელეაზარი, წასული ისააკისთვის საცოლის სათხოვნელად, ხვდება რებეკას