2.2.31. Бог - наш судья

Быт.16,[5], 31,53 Исх.5,21 Вт.10,17.18 Суд.11,27,, 1цар.2,10,, 24,13 Пс.Пс.9,5; 34,23,, 42,1

2.2.31. ღმერთი - ჩვენი მსაჯული

დაბ.16,[5], 31,53 გამ.5,21 რჯ.10,17.18 მსაჯ.11,27,, 1მფ.2,10,, 24,13 ფს.9,5; 34,23,, 42,1

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.

დაბადება 31

53. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.

გამოსვლა 5

21. უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.

მეორე რჯული 10

17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.

18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.

მსაჯულთა 11

27. მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის!

1მეფეთა 2

10. უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.

1მეფეთა 24

13. უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.

ფსალმუნი 9

5. რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.

ფსალმუნი 34

23. გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.

ფსალმუნი 42

1. განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.