1.2.114 Дела неверующих

Быт.4,7 Пс.13,1 Пр.11,18; 24,12 Ис.29,15 Ам.8,7 Ин.7,7 Рим.13,12 Еф.5,11 Кол.1,21; 2Тим.4,18

1.2.114 ურწმუნოთა საქმეები

დახასიათებულია როგორც:

- სიკეთის არმქმნელი დაბ.4,7

- უკეთური ფს.13,1

- არასაიმედო იგავ.11,18

- ბოროტი იოან.7,7 კოლ.1,21

- უნაყოფო ეფ.5,11

- აღსრულდება ბნელში ეს.29,15

.

ღმერთის დამოკიდებულება მათი საქმეების მიმართ:

- მიუზღავს შესაბამისად იგავ.24,12

- არასოდეს დაივიწყებს ამ.8,7

.

მორწმუნეების დამოკიდებულება მათი საქმეების მიმართ:

- იშორებს რომ.13,12

- არ მონაწილეობს ეფ.5,11

- ლოცულობს მათი მოშორებისთვის 2ტიმ.4,18

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.

ფსალმუნი 13

1. თქვა უგუნურმა თავის გულში: "არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.

იგავნი 11

18. უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.

იგავნი 24

12. თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?

ესაია 29

15. ვაი მათ, ვინც უფლისგან გულის სიღრმეში მალავენ ზრახვებს, სიბნელეში აქვთ საქმენი და ამბობენ: "ვინ გვხედავს ან ვინ გვიცნობს?”

ამოსი 8

7. იაკობის დიდება დაიფიცა უფალმა: უკუნისამდე არ დავივიწყებ არცერთ მათ საქმეს.

იოანე 7

7. წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.

რომაელთა 13

12. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

ეფესელთა 5

11. და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.

კოლასელთა 1

21. თქვენც, ოდესღაც რომ გა­უცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო,

2ტიმოთე 4

18. გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!