1.2.57. Вера в идолов бесполезна

1цар.5,[4]

1.2.57. კერპების რწმენა უსარგებლოა, ფუჭნი არიან

რჯ.4,28; 1მფ. 5,[4]; 12,21 ფს.113,12-15

 

ბიბლიის მუხლები 

 

მეორე რჯული 4

28. დაუწყებთ იქ თაყვანისცემას ადამიანის ხელით ნაკეთებ ღმერთებს, ხესა და ქვას, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით, არაფერს სჭამენ, ვერაფერს ყნოსავენ.

 

1მეფეთა 5

4. ადგნენ მეორე დღეს დილით, და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ; დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი, მოწყვეტილნი, ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს.

 

1მეფეთა 12

21. ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან.

 

ფსალმუნი 113

12. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.

13. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.

14. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.

15. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.

თემაზე წერდნენ

[ყოველივე შექმნა...] და მერმე კაცნი შექმნა ღმერთმან და მას ყოველსა ზედა უფალ ყო იგი. ყოველი ესე დაამორჩილა კაცსა მას. და ჩვენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დავუტევოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმრთად ვხადოდითა? ნუ იყოფინ ესე! მზეჲ და მთოვარეჲ და ვარსკვლავნი არა ღმერთ არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლებაჲ დღისაჲ უბრძანა და მთოვარესა და ვარსკვლავთა განათლებაჲ ღამისაჲ უბრძანა, ხოლო ღმერთ არა არიან. ღმერთმანღა ღრუბელსა უბრძანის და მოეფინის, ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ დააბნელის. მზეჲ და მთოვარეჲ ამისთვის არა ღმერთ არიან. მერმე კვალად ცეცხლი არა ღმერთ არს. ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმან აღაგზნის და კაცმანვე დაშრიტის, რამეთუ კაცი უფალ არს ცეცხლისა. ამისთვის არა ღმერთ არს ცეცხლი.

 უცნობი ავტორი, „ევსტათი მცხეთელის წამება“

[ეგვიპტელები] მკრეხელობად თვლიან პრასის და ხახვის მოწყვეტას და ჭამას. ო, წმინდა ხალხი, რომელსაც ბოსტანში ეზრდება ღმერთები.

 

იუვენალი

ყველაფერი ღმერთი იყო, გარდა ღმერთისა.

 

ჟაკ-ბენინ ბოსიუე

ეს მარმარილო - ღმერთია მგონი,

მაგრამ არ არის სარფის მომტანი.

ვერ აგისრულებს ეს ღმერთი წადილს!

პუშკინი

ღმერთებო! უმტკიცეს ქვიდან მე თვითონ გაქანდაკებდით, ათას ოცნებას ვაკავშირებდი თქვენთან!.. მაგრამ თქვენ ქვისა იყავით და დარჩით ქვისა!.. სწორედ აქ არისდიდი გაუგებრობა... უმტკიცესობა სრულიადაც არ ნიშნავს უკვდავებას!

ლევან გოთუა

რამდენ ადრე ნასათუთებ კერპებს ანგრევს რწმენის სიო, თანდათან გრიგალად რომ იქცევა.

მირზა ბადიაური