1.6.16. Смеется только человек

До сих пор

непонятно, что

именно

заставляет

человека

веселиться. Ведь

чувство юмора у

всех совершенно

разное.

Предположение

ученых: смех

нужен для

балансировки

психических

процессов. К

примеру, для того,

чтобы гасить

возбуждение,

напряжение и

скорбь. Ведь смех

рождает

настоящую

«биохимическую

бурю» -

вырабатывает

естественные

пьянящие

вещества -

эндорфины,

антидепрессанты...

Недаром у

англичан есть

пословица: «Научи

меня смеяться -

спаси мою душу».

1.6.16. სიცილის შესახებ

იობ.8,21 ფს.125,2 იგავ.14,13 ეკლ.2,2; 3,4; 7,3.6 იაკ.4,9

 

ბიბლიის მუხლები

 

იობი 8

21. ისევ აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს სიხარულის ყიჟინით.

 

ფსალმუნი 125

2. მაშინ სიცილით აივსო ჩვენი პირი და ჩვენი ენა - სიხარულის შეძახილით. მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა მათთვის უფალმა.

 

იგავნი 14

13. სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.

 

ეკლესიასტე 2

2. სიცილზე ვთქვი: "სისულელეა!” - მხიარულებაზე: "რის მაქნისია?”

 

ეკლესიასტე 3

4. ჟამი მოთქმისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა;

 

ეკლესიასტე 7

3. სიცილს მწუხარება სჯობს, ვინაიდან სახის დაღვრემისას გული უკეთესდება.

6. რადგან ქვაბის ქვეშ მოტკაცუნე ეკლების ხმასავითაა ბრიყვის სიცილი; და ესეც ამაოებაა.

 

იაკობი 4

9. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.

 

__თემაზე წერდნენ__

***

სიცილი ადამიანის განმსაზღვრელი თვისებაა.

__არისტოტელე__

 

***

სიცილი აზროვნებასა და მეტყველებასთან ერთად თავისუფალი სულის გამოხატულებაა. ისევე როგორც მეტყველება და გონება, სიცილი ადამიანის სიკეთის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს და ბოროტებისაც, სიბრძნისაც და სიბრიყვისაც, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში იგი თავისუფალი რეაქციაა ამა თუ იმ სახის შეუსაბამობაზე.

__იეგერი__

 

***

ყველა არსებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი, თუმცა, სწორედ მას აქვს ამისათვის ყველაზე ნაკლები მიზეზი.

__ერნესტ ჰემინგუეი__

 

***

სიცილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური სიგნალია.

__რობერტ პროვინი__

 

***

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სულის სიმხნევე, კარგი განწყობა, ოპტიმიზმი, ხუმრობა და სიცილი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

სიცილი არა მხოლოდ ემოციაა, არამედ მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემის სიმტკიცისათვის.

უარყოფით ემოციებს - განგაში, წყენა, შიში, შფოთი სიცილის ანტიპოდებად ითვლებიან და ადამიანის ორგანიზმში დაგროვებისკენ აქვთ მიდრეკილება, რის შედეგადაც ჩნდება სხვადასხვა ნერვული აშლილობა და დეპრესია.

გულწრფელი სიცილი თავის ტვინში სიცილის ტალღას იწვევს და შინაგანი ორგანოების თავისებური მასაჟიც ხდება, აქტიურდება ტვინისაკენ ჟანგბადის მიწოდება, ფართოვდება სისხლძარღვები, სუნთქვა ხშირდება, კუნთები დუნდება.