4.19.43 Динарий - римская монета

4.19.43 დინარი - რომაული მონეტა

- ვალი დინარში მათ.18,28 ლუკ.7,41

- მუშის დღიური გასამრჯელო მათ.20,2-13

- გამოსახული იყო კეისარი მათ.22,19-21 მარ.12,15

- ორასი დინარის პური მარ.6,37 იოან.6,7

- სასტუმროს ღირებულება ლუკ.10,35

- ნელსაცხებლის ფასი იოან.12,5

- ხორბლის ფასი შიმშილობის ჟამს გმცხ.6,6

ბიბლიის მუხლები

მათე 18

28. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.

მათე 20

2. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.

მათე 22

19. მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.

20. ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”

21. თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”

მარკოზი 6

37. მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: "წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?”

მარკოზი 12

15. იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.

ლუკა 7

41. იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.

ლუკა 10

35. მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო.

იოანე 6

7. მიუგო ფილიპემ: "თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც რომ ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ”.

იოანე 12

5. "რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”

გამოცხადება 6

6. და მომესმა მსგავსი ხმისა ოთხი არსების შუაგულიდან, რომელიც ამბობდა: "საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ”.