2.14.18. Соблюдай заповеди, чтобы войти в жизнь вечную

Втор.11,8.9 Матф.19,16.17 Ин.14,23

.

** ** Итак соблюдайте все заповеди

Его, которые я заповедую вам сегодня, дабы вы укрепились и пошли и овладели землею, в которую вы переходите, чтоб овладеть ею;

И дабы вы жили много времени на той земле, которую клялся Господь отцам вашим дать им и семени их, на земле, в которой течет молоко и мед. (Втор.11, 8.9)

И вот, некто, подойдя, сказал Ему: Учитель благий! что сделать мне доброго, чтобы иметь жизнь вечную?

Он же сказал ему: что ты называешь Меня благим? Никто не благ, как только один Бог. Если же хочешь войти в жизнь вечную, соблюди заповеди. (Матф.19, 16.17).

Иисус сказал ему в ответ: кто любит Меня, тот соблюдет слово Мое; и Отец Мой возлюбит его, и Мы придем к нему и обитель у него сотворим.

(Иоанн14, 23)

2.14.18. დაიცავი მცნებები თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა

ლევ.18,5 რჯ.11,8.9 ეზეკ.20,11 მათ.19,16.[17] ლუკ.10,26-28 ინ.14,23; 1ინ.4,8-10.16 რომ.10,5 გალ.3,11-14

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 18

5. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.

მეორე რჯული 11

8. შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა.

9. რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.

ეზეკიელი 20

11. მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.

მათე 19

16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?

17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.

ლუკა 10

26. უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?

27. ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი.

28. უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.

იოანე 14

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

1იოანე 4

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.

16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

რომაელთა 10

5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.

გალატელთა 3

11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.

12. ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.

13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,

14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.

__თემაზე წერდნენ__

***

კანონი გვავალებს იმას, რასაც არ გვაძლევს. მადლი გვაძლევს იმას, რასაც გვავალებს.

__ ბლეზ პასკალი __