3.1.5. Язычники прославляют Бога и надеются на него

1цар.5,12 Дан.4,34 Рим.15,11

И те, которые не умерли, поражены были наростами, так

что вопль города восходил до небес.(1Цaрств 5, 12)

 Ныне я, Навуходоносор, славлю, превозношу и величаю Царя Небесного, Которого все дела истинны и пути праведны, и Который силен смирить ходящих гордо. (Дaн. 4, 34)

 11 И еще: хвалите Господа, все язычники, и прославляйте Его, все народы. (Рим. 15, 11)

3.1.5. წარმართნიც ადიდებენ და შეჰღაღადებენ ღმერთს

1მფ.5,12 ფს.116,1 დან.4,34 რომ.15,[11]

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 5

12. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი. 

ფსალმუნი 116

1. აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!

დანიელი 4

34. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.

რომაელთა 15

11. და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა. და დაშთა მეფე მარტო. და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თვისსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თვისსა: "აჰა ესე რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, - რომელსა იგი ქადაგებს ნინო ჯვარსა და ჯვარცმულსა და ჰყოფს კურნებასა მისითა მოსაობითა, არამცა ძალ ედვაა ხსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქვეყანისათვის იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთვის ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთვის არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი. და აღვიარო სახელი შენი და აღვმართო ძელი ჯვარისა და თაყვანის ვსცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა. და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა". 

ესე ყოველი რა წართქვა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდახდა მეფე ცხენისაგან, დადგა მასვე ადგილსა, განიპყრნა ხელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქვა: 

- შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის. და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქვეშე და ქვეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხულო! ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუნისამდე. 

__ ლეონტი მროველი __