4.13.8 Возношение - жертвоприношение

4.13.8 საძღვნო - შესაწირავი

შედგებოდა

- შესარხევი მკერდი გამ.29,27

- პირველმოწეული რიცხ.15,24

- მეათედი ნაწილი ყველა მეათედიდან რიცხ.18,26

- ნაწილი ყველა შესაწირიდან რიცხ.18,29

- ნაალაფარიდან რიცხ.31,29.30

.

მოთხოვნები მის მიმართ:

- მიეცეთ მღვდლებს გამ.29,28

- ჭამდნენ წმინდა ადგილზე ლევ.10,12

- ყველაზე საუკეთესო, რჩეული რიცხ.18,29

- მიტანა იქ, სადაც უფალი ინებებს რჯ.12,5.6

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 29

27. გაწმიდე შესარხევი მკერდი და აღსავლენი ბეჭი, რომელიც მიძღვნის ვერძისგან შეირხა და აღიმართა; აჰარონისა და მისი ძეების კუთვნილებაა ეს.

28. და იქნება ეს აჰარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთა მიერ აღსამართ მსხვერპლთაგან; ისრაელის ძეთა აღსამართ მსხვერპლთაგან უნდა იყოს იგი. და იქნება იგი ისრაელიანთა აღსამართი, სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლთაგან უფლისადმი.

ლევიანნი 10

12. უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ უფუარი საკურთხეველთან, რადგან უწმიდესია ის.

რიცხვნი 15

24. თუ თემის წინდაუხედაობით მოხდა ეს შეცდომა, დაე მთელმა თემმა შესწიროს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის, მისი პურეული ძღვენი, საღვრელი, წესისამებრ, და ერთი მამალი თხა ცოდვისგან განმწმედ შესაწირად.

რიცხვნი 18

24. რადგან ისრაელის ძეთა მეათედი, რომელსაც აღსამართ ძღვნად გამოყოფენ უფლისთვის, ლევიანებს მივეცი სამკვიდრებლად. ამისთვის ვუთხარი მათ: ისრაელის ძეთა შორის არ დაიმკვიდროთ-თქო სამკვიდრებელი”.

25. უთხრა უფალმა მოსეს:

26. "განუცხადე ლევიანებს და უთხარი: როდესაც აიღებთ მეათედს ისრაელის ძეთაგან, რომელიც თქვენ მოგეცით სამკვიდრებლად, მაშინ გამოყავით მისგან ძღვენი უფლისთვის - მეათედის მეათედი.

27. და ჩაგეთვლებათ ეს თქვენი შესაწირი, როგორც მარცვლეული კალოდან და როგორც ღვინო საწნახელიდან.

28. ასე შესწირეთ თქვენი შესაწირი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რომელსაც მიიღებთ ისრაელის ძეთაგან და მისცემთ უფლისთვის გამოყოფილ ძღვენს აჰარონ მღვდელს.

29. და ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესაწირი გაიღეთ უფლისთვის, რჩეული ყოველივე საუკეთესოდან.

რიცხვნი 29

27. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.

28. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.

რიცხვნი 31

29. აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.

30. ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.

მეორე რჯული 12

5. არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.

6. იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.