2.13.42 Возмездие нечестивым за их дела

2.13.42 საზღაური, მისაგებელი ბოროტეულთა

მოდის:

- ახლა ფს.90,8

- საშინელ სამსჯავროზე 2ტიმ.4,14

.

ზომით:

- ჩადენილის მიხედვით 2მფ.3,39

- მრავალგზის ფს.30,23

- ორმაგად გმცხ.18,6

.

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 3

39. მე დღეს ჯერაც სუსტი ვარ, თუმცა ცხებული ვარ მეფედ. ეს ხალხი კი, ცერუიას ძენი, ჩემზე ძლიერნი არიან. უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტების სანაცვლო!“

ფსალმუნი 30

23. შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.

ფსალმუნი 90

8. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.

2ტიმოთე 4

14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.

გამოცხადება 18

6. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.