3.40.41. Обретение благоволение пред очами Господа

(Усвоим навыков угодных Богу)

Быт.6,8; 19,19; Исх.33,12.[13].16.17; 34,9 Чис.11,11 Суд.6,17 Пс.85,11; 118,33 Песн.1,7.8 Ис.30,21.22 Лук.1,30 Деян.7,46; 2Пет.3,18 Еф.1,15-17 Кол.1,10

3.40.41. მადლის პოვნა უფლის თვალში

(ღვთისთვის სათნო წეს-ჩვეულებების მოპოვებისთვის)

დაბ.6,8; 19,19; გამ.33,12.[13].16.17; 34,9 რიცხ.11,11 მსაჯ.6,17 ლუკ.1,30 საქ.7,46; 2პეტ.3,18 კოლ.1,10

- ვთხოვოთ ღმერთს გვასწავლოს მისი წესები გამ.33,[13] ფს.118,33; 85,11

- უფალი გვეხმარება მისთვის სათნო გზაზე დადგომაში ეს.30,21.22

- თუ ვერ ვიცნობთ და არ ვიცით, რა არის მისთვის სათნო, მის მორჩილ ცხვართა კვალს გავყვეთ და მათ მწყემსებს დავეკითხოთ ქებ.1,7.8

- რათა მათ ილოცონ ჩვენთვის, მოგვცეს ღმერთმა გამოცხადების სული მის შესაცნობად ეფ.1,15-17

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 6

8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.

დაბადება 19

19. აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო.

გამოსვლა 33

12. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.

13. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი.

16. როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?

17. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.

გამოსვლა 34

9. თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.

რიცხვთა 11

11. უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?

მსაჯულთა 6

17. უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები. 

ფსალმუნი 85

11. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

ფსალმუნი 118

33. მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.

ქებათა ქება 1

7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?

8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.

ესაია 30

21. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ.

22. სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით.

ლუკა 1

30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.

საქმეები 7

46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.

2პეტრე 3

18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ. 

ეფესელთა 1

15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,

16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,

17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;

კოლასელთა 1

10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,

__თემაზე წერდნენ__

 

***

როგორადაც შეუძლებელია და უშრომელად, სასყიდლის გაღებით შევიძინოთ წერა-კითხვისა თუ რომელიმე ხელობის ცოდნა, ასევე შეუძლებელია ვულმოდგინებისა და საღმრთო მოშურნეობის გარეშე მოვიპოვოთ ღმერთისთვის სათნო წეს-ჩვეულებები.

__ წმ. ეფრემ ასური __

 

***
სიწმიდისთვის თუ არ არის ჩვენი ზრუნვა, ჟამითჟამად განბანვა, რიტუალების აღსრულება და წმიდანთა მაგალითთა გაცნობა, ჩვენგან ცვლილების მიმართულებით გარჯის გარეშე მცონარე მოშურნეობას თუ გააღვივებენ, იმიტომ რომ ფიქრი შემოაქვს მაცდურს, და ვამბობთ, რომ ჩვენ მაინც მათი მსგავსნი ვერ გავხდებითო. მერე ამ საცდურს მოძღვართა შეგონებაც ემატება, უჩვენოდ ვერ გაიგებთო წმიდა წერილს და დაბნეულობის ბნელში ვხვდებით, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი შევიცნოთ ორიგინალში და მის თვალში რა არის სათნო, ის გავითავისოთ.

__ მირზა ბადიაური __