4.22.11 Истребление неверных из народа руками верных

И стал Моисей в воротах стана и сказал: кто Господень, -- ко мне! и собралис ь к нему все сыны Левиины.

И сказал им: так говорит Господь, Бог Израилев: возложите каждый свой меч на бедро свое, пройдите по стану от ворот до ворот и обратно, и убивайте каждый брата своего, каждый друга своего, каждый ближнего своего.

И сделали сыны Левиины по слову Моисея: и пало в тот день из народа около трех тысяч человек.

Ибо Моисеи сказал: сегодня посвятите руки наши Господу, каждый в сыне своем и брате своем, да ниспошлет Он вам сегодня благословение. (Исх. 32,26-29).

Ибо, если кто будет делать все эти мерзости.... истреблены будут из народа своего /лев.18,29/

И сказал Господь Моисею: возьми всех начальников народа и повесь их Господу перед солнцем, и отвратится от Израиля ярость гнева Господня.

И сказал Моисей судьям Израилевым: убейте каждый людей своих, прилепившихся к Ваал-Фегору.

И вот, некто из сынов Израилевых пришел и привел к братьям своим Мадианитянку, в глазах Моисея и в глазах всего общества сынов Израилевых, когда они плакали у входа скинии собрания.

Финеес, сын Елеазара, сына Аарона священника, увидев это, встал из среды общества и взял в руку свою копье,и вошел вслед за Израильтянином в спальню и пронзил обоих их, Израильтянина и женщину в чрево ее: и прекратилось поражение сынов Израилевых.

Умерших же от поражения было двадцать четыре тысячи. (Чис.25, 4-9).

посему скажи: вот, Я даю ему Мой завет мира,

И будет он ему и потомству его по нем заветом священства вечного, за то, что он показал ревность по Боге своем и заступил сынов Израилевых. (Чис.25, 12.13).

Если услышишь о каком-либо из городов твоих, которые Господь, Бог твой, дает тебе для жительства,

Что появились в нем нечестивые люди из среды тебя и соблазнили жителей города их, говоря: "пойдем и будем служить богам иным, которых вы не знали ", -То ты разыщи, исследуй и хорошо расспроси; и если это точная правда, что случилась мерзость сия среди тебя,

Порази жителей того города острием меча, предай заклятию его и все, что в нем, и скот его порази острием меча;

Всю же добычу его собери на средину площади его и сожги огнем город и всю добычу его во всесожжение Господу, Богу твоему, и да будет он вечно в развалинах, не должно никогда вновь созидать его. (Втор13, 12-16).

4.22.11 ხელის აღმართვა ღვთის ორგულთა თავზე

ძველი აღთქმის ჟამს ხდებოდა ღვთის ხალხში გამ.32,26.[27].28.[29] რიცხ.1,51; 25,3-13 რჯ.13,6-16; 17,5-7; 4მფ.9,30-34 ივდით.2,10.11 ფს.93,16 ზაქ.13,3

- მოუწოდებდა ღვთის ერთგულებს უფლის ბრძანებით მოსე გამ.32,26-29 რიცხ.25,4.5

- ღმერთი შურს იძიებდა თავის ერთგულთა ხელით რიცხ.25,11-13

- რათა უკეთურება აღმოფხვრილიყო ლევ.18,29

.

ახალი აღთქმის ჟამს უფალი მოუწოდებს არა ხელის აღმართვისკენ, არამედ არ შევიყვაროთ ახლობლები მასზე მეტად მათ.10,37 ლუკ.14,26

- ცოდვილს პირველად მან ესროლოს ქვა, ვინც უცოდველია იოან.8,7

- როგორც ძველ აღთქმაში, ისე ახალში შემცოდისადმი სიყვარულით მხილება და შეგონებაა მნიშვნელოვანი და არა ბოროტი შურისძიების გულში ჩადება ლევ.19,17.18 გალ.6,1

.

გადაცდომები:

- ნაწილობრივ შეასრულა ნაბრძანები საულმა, რისთვისაც დაისაჯა 1მფ.15,18.19

- ღვთის ნების არმცოდნე უგუნურთ ჰგონიათ, რომ ხელის აღმართვით ღმერთს ემსახურებიან იოან.16,2 საქ.7,58

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32

26. და დადგა მოსე ბანაკის კარიბჭესთან და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.

27. და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი კარიბჭიდან კარიბჭემდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“

28. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.

29. და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“

ლევიანნი 18

29. რადგან მოისპობა ყოველი ამ სისაძაგლის ჩამდენი, მათი ხალხის წიაღიდან.

ლევიანნი 19

17. მტრობას ნუ ჩაიდებ გულში შენი ძმის მიმართ. ამხილე მოყვასი შენი, რომ არ დაგეკისროს ცოდვა მის გამო.

18. არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.

რიცხვნი 1

51. როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა; და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას.

რიცხვნი 25

3. მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.

4. უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.

5. უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: "ყველა მოკალით იმ კაცთაგან, ვინც ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა”.

6. და აჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.

7. დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში.

8. მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი - მუცელში; და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსრვა.

9. ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.

10. უთხრა უფალმა მოსეს:

11. "დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით.

12. ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.

13. და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მის შემდგომ მღვდლობის მარადიულ აღთქმად, ვინაიდან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი”.

მეორე რჯული 13

6. თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ – დედაშენის ნაშობმა – ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს მკლავზე მწოლმა ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გერჩივნა, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს“, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები იცნობდნენ,

7. ღმერთებს იმ ხალხებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან – თქვენგან ახლოს თუ თქვენგან შორს, ქვეყნის კიდეებამდე,

8. არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ შეიბრალო, არ შეიბრალო იგი და არ დაინანო იგი,

9. არამედ მოკალი. პირველი შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი.

10. ჩაქოლე იგი, და მოკვდეს, რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლის, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან – მონობის სახლიდან.

11. მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას თქვენში.

12. თუ გაიგებ, რომ რომელიმე შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი საცხოვრებლად,

13. გამოჩნდა უღირსი ხალხი შენი წიაღიდან და შეაცდინეს ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ,

14. მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ ყველაფერი; აჰა, მართლა მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში,

15. მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მისი პირუტყვიც გაჟლიტეთ მახვილით.

16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე მოაგროვე და დაწვი ქალაქი და ნადავლი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ნანგრევებად დარჩეს უკუნისამდე და აღარასოდეს აშენდეს.

მეორე რჯული 17

5. გაიყვანე შენს კარიბჭესთან ის მამაკაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე.

6. ორი მოწმის, ან სამი მოწმის სიტყვით უნდა მოკვდეს, ვინც მოსაკლავია. ხოლო ერთი მოწმის სიტყვით არ შეიძლება მისი მოკვლა.

7. პირველად მოწმის ხელი უნდა შეეხოს მას მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის. და ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

1მეფეთა 15

18. დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: ‘წადი და დაარისხე შემცოდე ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!’

19. რად არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დაიტაცეთ ნადავლი და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?“

4მეფეთა 9

30. და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იეზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.

31. და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი, თავისი ბატონის მკვლელი?“

32. ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ და გადმოხედა მას ორმა-სამმა საჭურისმა.

33. და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!“ და გადმოაგდეს. და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს. და გადათელეს მათ იგი.

34. და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მაინც მეფის ასულია.“

ივდითი 2

10. შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე.

11. ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში.

ფსალმუნი 93

16. ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებს? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?

ზაქარია 13

3. და მაშინ იქნება, რომ თუ ვინმე კვლავ გაქადაგდება, ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: „სიკვდილის ღირსი ხარ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ უფლის სახელით;“ და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა გაქადაგდება.

მათე 10

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი.

ლუკა 14

26. „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

იოანე 8

7. და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“

იოანე 16

2. სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.

საქმეები 7

58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.

გალატელთა 6

1. ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.