2.3.50. Червь - Иисус Христос

Пс.21,7 (груз.6)

2.3.50. მატლი - იესო ქრისტე

ფს.21,[6] -ში ნაწინასწარმეტყველებია იესო ქრისტეს არად ჩაგდება და დაცინვა მტრისგან

- მათ.9,24; 26,67.68; 27,29.39.40 მარ.15,20.29 ლუკ.16,14; 23,11.35-39

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 21

6. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.

მათე 9

24. და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.

მათე 26

67. მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ

68. და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?

მათე 27

29. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!

39. ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ

40. და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.

მარკოზი 15

20. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.

29. ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო

ლუკა 16

14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.

ლუკა 23

11. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს.

35. ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.

36. ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ

37. და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი.

38. იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.

39. ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.

__თემაზე წერდნენ__

***

მატლ ეწოდება, რამეთუ თქვა: მატლ ვარ და არა კაც" გამობრწყინვებითა ღმრთეებისაითა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრეთ ხორცთა შინა თვისთა დაფარა ღმრთეებაი იგი თვისი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქვა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისათვისცა იტყვის: "შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხვირსა მისსა" ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათვის წამებს მეფსალმუნე დავით: "შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაი მის".

____იოვანე საბანისძე "ჰაბოს წამება"__