4.19.28 Милость человеческий

4.19.28 წყალობა ადამიანური

- წყალობის შეპირება დაბ.21,23.24 მსაჯ.1,24

- წყალობას ნუ დავივიწყებთ მსაჯ.8,35; 2ნეშ.24,22 იგავ.3,3 მათ.23,23

- მეფისგან წყალობის გამოთხოვა ხალხისთვის 1მფ.20,14.15 ესთ.4,8

- წყალობა მეფის მიმართ 2მფ.2,5

- მწყალობელი ხელისუფალი 2მფ.19,36 იგავ.20,28 ეს.16,5 ლუკ.22,25 საქ.24,3

- კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს იგავ.13,15

- ნეტარ არიან იგავ.14,21 მათ.5,7

- უფლის პატივისმცემელია იგავ.14,31

- წყალობით გამოისყიდება დანაშაული იგავ.16,6

- ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს იგავ.19,17

- მოყვასი იგავ.21,10 ლუკ.10,37

- წყალობაზე ვიფხიზლოთ ოს.12,6

- მოწყალებით მოვექცეთ ერთმანეთს ზაქ.7,9

- არ ვაკეთოთ მოჩვენებით მათ.6,1

- ქველმოქმედება რომ.12,8

- შევიმოსოთ მოწყალება კოლ.3,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

23. ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.

24. და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”

მსაჯულნი 1

24. დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს: "გვიჩვენე როგორ შევიდეთ ამ ქალაქში და წყალობით მოგექცევით”.

მსაჯულნი 8

35. არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.

1მეფეთა 20

14. მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები

15. საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”

2მეფეთა 2

5. მოციქულები გაგზავნა დავითმა გილყადის იაბეშელებთან და უთხრა: "კურთხეულიმც ყოფილიყავით უფლის მიერ, რომ ასეთი წყალობა გამოიჩინეთ საულის, თქვენი ბატონისადმი და დაკრძალეთ.

2მეფეთა 19

36. კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?

2ნეშტთა 24

22. არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”

ესთერი 4

8. დაწერილი განკარგულების პირიც გადასცა, შუშანში რომ გაიცა მათ გასანადგურებლად, რათა ესთერისთვის ეჩვენებინა და ყველაფერი ეამბნა; დაავალა ესთერს, რომ მეფესთან მისულიყო, შევედრებოდა და წყალობა გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.

იგავნი 3

3. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.

იგავნი 13

15. კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.

იგავნი 14

21. თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.

31. ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.

იგავნი 16

6. წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.

იგავნი 19

17. ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.

იგავნი 20

28. წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.

იგავნი 21

10. ბოროტი სწადია უმართლოს გულს, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მოყვასი.

ესაია 16

5. წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.

ოსია 12

6. შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.

ზაქარია 7

9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.

მათე 5

7. ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.

მათე 6

1. "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.

მათე 23

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

ლუკა 10

37. უპასუხა: "რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: "წადი და შენც ასევე მოიქეცი”.

ლუკა 22

25. მან კი უთხრა: "წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.

საქმეები 24

3. "აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას.

რომაელთა 12

8. თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.

კოლასელთა 3

12. ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.