1.1.127 Дым

Быт.19,28 Исх.19,18; 20,18 Лев.16,13 Иисн.8,20 Суд.20,38 Пс.101,3; 118,83 Пр.10,26 Ис.6,4; 7,4; 34,10; 51,6; 65,5 Иоил.2,30 Деян.2,19 Отк.14,11

1.1.127 კვამლი, ბოლი

წარმოიქმნება:

- ქალაქების განადგურებისა დაბ.19,28 იესნ.8,20

- ღმერთის გამოცხადებისას გამ.19,18; 20,18 ეს.6,4

- საკმევლისგან ლევ.16,13

- სასიგნალე ნიშნად აშვებული მსაჯ.20,38

- მწველი თვალებისათვის იგავ.10,26

- ღვთის სასჯელისას ეს.34,10

- ქვეყნიერების დასასრულს ეს.51,6

- საუკუნო ტანჯვისას გმცხ.14,11

.

სიმბოლურად:

- კაცის სიცოცხლე ფს.101,3

- სულიერი უბედურება ფს.118,83

- სუსტი ხალხები ეს.7,4

- რამე არარაობა ეს.65,5

- სულიწმიდის გადმოსვლა იოვ.2,30 საქ.2,19

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

28. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.

გამოსვლა 19

18. ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა.

გამოსვლა 20

18. და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას. იხილა ხალხმა და შეკრთა და დადგა მოშორებით.

ლევიანნი 16

13. ცეცხლზე დადოს საკმეველი უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის კვამლმა სარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს;

იესო ნავეს ძე 8

20. და უკან მოიხედეს ჰაღაის მამაკაცებმა და დაინახეს ქალაქის კვამლი ზეცას სწვდებოდა. და აღარ დარჩათ მათ გასაქცევი ადგილი არც იქით, არც აქეთ. და უდაბნოსაკენ გაქცეული ხალხი შემოუბრუნდა მდევრებს.

მსაჯულნი 20

38. ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ.

ფსალმუნი 101

3. რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი.

ფსალმუნი 118

83. კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე, მაგრამ მაინც არ დავივიწყე შენი წესები.

იგავნი 10

26. ვით ძმარი კბილებისათვის და კვამლი თვალებისათვის, ისეა ზარმაცი მის წარმგზავნელთათვის.

ესაია 6

4. და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.

ესაია 7

4. უთხარი: შეინარჩუნე სიმშვიდე, ნუ დაფრთხება შენი გული ამ აბოლებული მუგუზლების ორი კუდის - რეცინისა და რემალიაჰუს ძის რისხვის გამო,

ესაია 34

10. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე, უკუნისამდე აედინება კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და უკუნისამდე არავინ გაივლის იქ.

ესაია 51

6. ზეცას მიაპყრეთ თვალები და დაბლა მიწას დახედეთ; კვამლივით გაიფანტება ზეცა, ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა; დაიღუპებიან მასზე მცხოვრებნიც, ჩემმიერი ხსნა კი საუკუნოდ იქნება და სიმართლე ჩემი არ გადაივლის.

ესაია 65

5. ამბობენ: "განზე გადექ, ნუ მომიახლოვდები, რადგან შენზე წმიდა ვარ”. ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელი დღე.

იოველი 2

30. მოგცემთ ნიშნებს ცაში და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს.

საქმეები 2

19. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს.

გამოცხადება 14

11. მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

------------------------

სურათზე: ხედავდა მთელი ხალხი აკვამლებულ მთას გამ.20,18