3.42.13 Дела житейские и работа

3.42.13 ცხოვრებისეული საქმეებისადმი სწორი დამოკიდებულება

- ვიფიქროთ ზეციურზე მათ.6,19-21

- დავაყენოთ ღმერთი პირველ ადგილზე მათ.6,33.34

- დავინახოთ ღმერთის ხელი იაკ.4,13-15

- მივაღწიოთ ოსტატობას იგავ.22,29

- ვიბეჯითოთ რომ.12,8.11

- მოვიპოვოთ ნდობა 2კორ.8,20-22

- შემოსავლის ნაწილი გავიღოთ მალ.3,8-12

- მოვერიდოთ საზრუნავებს ლუკ.12,22-30

- გვახსოვდეს მდიდარი და არ ვიყოთ ასეთი ბრიყვი ლუკ.12,15-21

.

მისაბაძი მაგალითები:

- იოსები დაბ.39,3

- მოსე ებრ.3,5

- მუშა ისრაელიანები 2ნეშ.34,12

- დანიელი დან.6,4

- მორდექაი ესთ.10,3

- პავლე საქ.20,19-35

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 39

3. და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.

2ნეშტთა 34

12. ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ იახათი და ყობადიაჰუ – ლევიანები მერარიანთაგან, ზაქარია და მეშულამი – კოჰათიანთაგან, და ლევიანები, ყველანი, ვინც საკრავების დაკვრაში იყვნენ გაწაფულნი.

ესთერი 10

3. რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის; სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის.

იგავნი 22

29. გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.

დანიელი 6

4. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

მალაქია 3

8. განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში!

9. წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი.

10. სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.

11. შენთვის დავაკავებ მღრნელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ ვენახში ვაზი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –

12. ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –

მათე 6

19. ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

21. რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც.

33. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.

34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.

ლუკა 12

15. უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“

16. და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

17. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა? ადგილი არა მაქვს, რომ დავაბინავო ჩემი მოსავალი.’

18. თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს,

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’

20. მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’

21. ასეა მისთვის, ვინც თავისი თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“

22. უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც თქვენს სხეულზე – რით შეიმოსოთ.

23. რადგან სამშვინველი საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსზე.

24. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?

25. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა მაინც შემატოს?

26. მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ?

27. დააკვირდით შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

28. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო?

29. თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.

30. რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ყველა ერი ეძიებს. თქვენმა მამამ იცის, რომ გესაჭიროებათ ესენი.

საქმეები 20

19. ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომლებიც შემამთხვიეს იუდეველთა შეთქმულებებმა.

20. არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლიდან სახლში.

33. არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.

34. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.

35. ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც თავად თქვა: ‘გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.’“

იაკობი 4

13. ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

15. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

რომაელთა 12

8. თუ გამხნევების ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.

11. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს.

2კორინთელთა 8

20. ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული.

21. რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც.

22. გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა კიდევ უფრო ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი.

ებრაელთა 3

5. მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო,