3.49.48 Доспехи - вооружение, военное снаряжение

3.49.48 აღჭურვილობა

1. თავდაცვის საშუალებები:

- ფარი მსაჯ.5,8; 4მფ.19,32

სიმბოლურად:

- ფარია ღმერთი რჯ.33,29

- ფარი - ხსნა ფს.17,35

- ფარი, რომელსაც ღმერთი იღებს ჩვენს სახსნელად - იესო ქრისტე ფს.34,2

- ფარი - ჭეშმარიტება ფს.90,4

- ფარი - ქრისტიანის სულიერი იარაღი ეფ.6,16

.

- ჯავშანი

სიმბოლურად:

- სიმართლე ეს.59,17 ეფ.6,14

.

- მუზარადი 1მფ.17,5

სიმბოლურად:

- ხსნა ეს.59,17; 1თეს.5,8

- ქრისტიანის სულიერი იარაღი ეფ.6,17

.

- აბჯარი 1მფ.17,5

სიმბოლურად:

- რწმენა 1თეს.5,8

.

- სამუხლეები 1მფ.17,6

- ფეხსამოსი ეფ.6,15

.

- სარტყელი - შესამოსელის სამაგრი ტანზე გამ.12,11

- ღვთისმსახურისთვის გამ.28,4

- ეფოდის დასამაგრებლად მკერდზე გამ.28,8

- სამხედრო 1მფ.18,4

სიმბოლურად:

- ღირსება ეს.3,24

- სიმართლე ეს.11,5 ეფ.6,14

- ძალაუფლება ეს.22,21

- უფლის სიტყვა იერ.13,2

- უფალს გაყოლა, მისდამი ერთგულება იერ.13,11

- მომსახურება ლუკ.12,37

- ძალა და უძლურება იოან.21,18

- მზადყოფნა საქ.12,8

- სულიერი ძალა საქ.19,12

.

2. თავდასხმის საშუალებები:

- კვერთხი

- მოსე და აარონი კვერთხით უფლის მიერ ახდენდნენ სასწაულებს გამ.4,17

- სათხრელად რიცხ.21,18

- საყრდენი ებრ.11,21

სიმბოლურად:

- ძალაუფლება დაბ.49,10

- მზადყოფნა გამ.12,11

- მესია რიცხ.21,17

- ღმერთი იერ.51,20

.

-შურდული მსაჯ.20,16

.

- მშვილდისარი დაბ.48,22; 4მფ.19,32

.

- შუბი მსაჯ.5,8

.

- მახვილი დაბ.48,22

სიმბოლურად:

- ქრისტიანის სულიერი იარაღი ეფ.6,17

- ღვთის სიტყვა ებრ.4,12

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 48

22. შენთვის მომიცია მიწის ერთი წილით მეტი ძმათა წინაშე, რომელიც ჩემი მახვილითა და მშვილდით წავგლიჯე ამორელებს”.

დაბადება 49

10. არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!

გამოსვლა 4

17. აიღე ხელში ეგ კვერთხი, რომლითაც მოახდენ სასწაულებს”.

გამოსვლა 12

11. ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.

გამოსვლა 28

4. აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.

8. ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა.

რიცხვნი 21

18. ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.

რიცხვნი 24

17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.

მეორე რჯული 33

29. ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.

მსაჯულნი 5

8. არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?

მსაჯულნი 20

16. მთელი ამ ხალხიდან, შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა.

1მეფეთა 17

5. თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.

6. სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.

1მეფეთა 18

4. გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.

4მეფეთა 19

32. ამიტომ, ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.

ფსალმუნი 17

35. შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა და შენი მარჯვენით შემეწიე! შენი წყალობა განმადიდებს!

ფსალმუნი 34

2. აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად.

ფსალმუნი 90

4. თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.

ესაია 3

24. იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.

ესაია 11

5. სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.

ესაია 22

8. ჯავშანი შემოეძარცვა იუდას და იმ დღეს ხის სასახლის საჭურველზე დადე შენი იმედი.

21. შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.

ესაია 59

17. ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.

იერემია 13

2. უფლის სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და შემოვირტყი წელზე;

11. რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკრობოდა მთელი ისრაელისა და იუდას სახლი, ამბობს უფალი, რათა ყოფილიყვნენ ჩემს ხალხად, სასახელოდ, საქებრად და სადიდებლად. მაგრამ არ შეისმინეს.

იერემია 51

20. შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;

ლუკა 12

37. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეტყვით, შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.

იოანე 21

18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”.

საქმეები 12

8. უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.

საქმეები 19

12. ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

ეფესელთა 6

14. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.

15. და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.

16. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.

17. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.

1თესალონიკელთა 5

8. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.

ებრაელთა 4

12. ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.

ებრაელთა 11

21. რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.