4.17.11 Шалом

4.17.11 შალომ! - მშვიდობა თქვენდა!

შალომ ებრ. שָׁלוֹם Shalom აღნიშნავს მშვიდობას და დღესაც გამოიყენება, როგორც მისალმება და კეთილი სურვილი, გარდა ამისა სხვადასხვა ასპექტში ნიშნავს ჰარმონიას, მთლიანობას, სისრულეს, კეთილდღეობას

შეიძლება ეხებოდეს მშვიდობას ორ პიროვნებას შორის განსაკუთრებით კაცსა და ღმერთს შორის ან ორ ქვეყანას შორის, ან ინდივიდუალური ჯგუფის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას

.

როცა ებრაელები ერთმანეთს ამ სიტყვით მიმართავენ ყველა ამ მნიშვნელობებს გულისხმობენ.

.

აარონის ლოცვა, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც მღვდელმთავრის კურთხევა, სრულდება ამ სიტყვებით: უფალმა მოგხედოს თავისი სახით და შალომ – მშვიდობა მოგცეს! {რიცხ.6:26}

.

Š-L-M ფესვიდანაა სიტყვები:

შალომ - მშვიდობა, კეთილდღეობა, სიწყნარე, ჰარმონია

ლეშალემ – გადახდა, სიკეთის დაბრუნება

შილემ – გადაიხადა

შულამ - გადახდილია

მეშულამ - წინასწარაა გადახდილი

მუშლამ - სრულყოფილი, იდეალური

იშთალმუთ – სრულყოფილობამდე ასვლა, კვალიფიკაციის ამაღლება

შლემუთ – სისავსე

იერუშალაიმ – მშვიდობის ქალაქი

შლომო – სახელი სოლომონი „მისი ღმერთის მშვიდობა“

შლომიტ – გოგონას სახელი სულამიტა "მშვიდობიანი“

.

ტერმინ შალომის მთავარი აზრი , ასევე შეიძლება მოძიებულ იქნას სხვა სემიტურ ენებში:

ასურული “სალამუ” ( შალამუ) - სრულყოფილი, უვნებელი, გადახდილი / გამოსყიდული.

“სულმუ“(შულმუ)” ასირიულად კეთილდღეობა

არაბული “სალაამ”, (შალაამ) უსაფრთხოდ, დაცულად და პატიებულად ყოფნა

.

__შალომ - დაბადების წიგნის მონაცემები__

მშვიდობა - მისალმება שָׁלֹום დაბ.43,23

მშვიდობით სვლა בְּשָׁלֹום დაბ.15,15; 26,29.31; 28,21; 33,18; 44,17

მშვიდობიანი განწყობა הָאֲנָשִׁים დაბ.34,21; 37,4

მშვიდობის სურვება אֶת־שְׁלֹום დაბ.41,16

მშვიდობით ყოფნა הֲשָׁלֹום დაბ.43,27

შალემის שָׁלֵם მეფე, მელქიცედეკი დაბ.14,18

.

__ახალი აღთქმა გვიხსნის__

რომ ჭეშმარიტი მშვიდობა ქრისტე იესოშია

ჭეშმარიტ მშვიდობას- ქრისტე გვაძლევს

ჭეშმარიტი მშვიდობა ქრისტეში ცხადდება

ჭეშმარიტი მშვიდობა ქრისტეში მყარდება

უფრო მეტიც, თავად ქრისტეა ჭეშმარიტი მშვიდობა

.

ღვთიური მშვიდობა რომ განკაცებულ ქრისტეშია

ის მისი შობისთანავე ცხადდება

დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ( შალომ)

ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“”

‭‭ლუკ.‬ ‭2:14‬ ‭

.

საფასურის წინასწარ გადახდა ხდება იესო ქრისტეში.

ქრისტეა უფლის სიტყვა ( თორა), რომლის მიზანიც მშვიდობაა

ქრისტე არის ღვთის ერთ-ერთი სახელის შალომ “მშვიდობის” მატარებელი

.

ქრისტეა ქრისტიანთა “შალომ” მშვიდობა

"ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, (შალომი) რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე.”

‭‭ეფეს.‬ ‭2:14‬ ‭

.

მან ახარა საყოველთაო შალომ - მშვიდობა, პატიება, ფასის გადახდა, დაცვა, უსაფრთხოება, შერიგება,

“რათა მასში შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა (შალომ) მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში.”

‭‭კოლ.‬ ‭1:20

.

ეს სიტყვა წინასწარმეტყველურია და მიუთითებს იესო ქრისტეზე {იოან.16:33} „ეს იმიტომ გითხარით, რომ შალომ – მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს”.

.

როდესაც ქრისტე აღდგა {იონ.20:19} "იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: „შალომ ალეხემ“– “მშვიდობა თქვენდა!”

.

ამით მან ფატქიურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ერთადერთი სრულყოფილი,ჰარმონიული, გადახდილი ფასი, სისავსე არის შესაძლებელი მხოლოდ იეშუა ჰა მაშიახში (იესო ქრისტეში)

.

__ბიბლიის ზოგიერთი მუხლი__

ტობითი 12

17. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.

ზირაქი 38

8. და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა დედამიწის ზურგზე.

ესაია 39

8. უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია სიტყვა უფლისა, რომელიც შენ წარმოსთქვი, რადგან ჩემს დღეებში მაინც იქნება მშვიდობა და სიმართლე”.

მათე 10

12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

13. და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.

ლუკა 19

38. ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”

__თემაზე წერდნენ__

***

თალმუდი განმარტავს: ”მთელი თორა შალომის გზების გულისთვისაა მოცემული”

***

მაიმონიდი თავის მიშნე თორაში ამბობს:

დიდებულია მშვიდობა, რადგან მთელი თორა მიეცა იმისთვის , რათა მსოფლიოში მშვიდობა დამყარებულიყო, როგორც ნათქვამია,

“მისი გზები სასიამოვნო გზებია და ყველა გზა შალომ ( მშვიდობის) ბილიკია”

***

თალმუდში ნათქვამია, რომ ”მშვიდობა “შალომ” თავად ღმერთის ერთ-ერთი სახელია” ”, ამიტომ დაუშვებელია ვინმეს სიტყვის შალომით მისალმება ისეთ ადგილებში, როგორიცაა აბაზანა ( იმ დროს როდესაც საზოგადოებრივი აბაზანებით სარგებლობდა)