1.2.110 Военачальник

Быт.21,22.32; 26,26 Исх.15,4 Иисн.10,24 Суд.4,2; 1цар.12,9; 14,50; 26,4; 2цар.2,8; 3,38; 10,18; 24,2; 3цар.1,19; 2,32; 4,4; 9,22; 11,15; 15,20; 16,16; 20,24; 22,31; 4цар.4,13; 5,1; 25,23; 1Пар.19,18; 25,1; 27,3-15; 2Пар.33,11 Есф.1,3 Иер.40,13; 41,11; 42,1; 43,4; 52,25 Иез.23,15 Наум.3,17; 2Тим.2,4

1.2.110 მხედართმთავარი, ქვეყნის ჯარის სარდალი

- გავლენიანი ქვეყანაში 4მფ.4,13

- ჰყავს ქვეყნის მოსახლეობის აღმწერელი მწერალი იერ.52,25

- ექვემდებარებიან მეომრები 2ტიმ.2,4

.

ბიბლიით ცნობილი მხედართმთავრები:

- ფიქოლი - გერარის დაბ.21,22.32; 26,26

- სისარა - ქანაანის ხაცორის მსაჯ.4,2; 1მფ.12,9

- აბნერ ნერის ძე - ისრაელის, საულის 1მფ.14,50; 26,4; 2მფ.2,8; 3,38

- შობაქი - არამის 2მფ.10,18

- იოაბი - ისრაელის, დავითის 2მფ.24,2; 3მფ.1,19; 11,15

- აბნერ ნერის ძე - ისრაელის 3მფ.2,32

- ყამასა იეთერის ძე - იუდას 3მფ.2,32

- ყომრი - ისრაელის, რომელიც ხალხმა ამბოხებული ზიმრის მიერ მოკლული მეფის ნაცვლად გაამეფა 3მფ.16,16

- ბენაია იეჰოიადაყის ძე ისრაელის, სოლომონის 3მფ.4,4

- ნაყამანი - არამის 4მფ.5,1

- შოფეხი - არამის 1ნეშ.19,18

- იაშაბყამ ზაბდიელის ძე ფერეციანი - ისრაელის პირველი რაზმის პირველ თვეში (12 თვე 12 მხედართმთავარი იყო) 1ნეშ.27,3-15

.

გარდა ამისა ქვეყნების ჯარების სხვადასხვა შენაერთებს ყავდათ მხედართმთავრები გამ.15,4 იესნ.10,24; 3მფ.9,22; 15,20; 20,24; 22,31; 4მფ.25,23; 1ნეშ.25,1; 2ნეშ.33,11 ესთ.1,3 იერ.40,13; 41,11; 42,1; 43,4 ნაუმ.3,17

.

მეტაფორულად:

- მსგავსნი შესახედაობით ეზეკ.23,15

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

32. შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

დაბადება 26

26. მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.

გამოსვლა 15

4. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.

იესო ნავეს ძე 10

24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.

მსაჯულნი 4

2. და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.

1მეფეთა 12

9. მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.

1მეფეთა 14

50. საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.

1მეფეთა 26

4. ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.

2მეფეთა 2

8. ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, გადაიყვანა მახანაიმში,

2მეფეთა 3

38. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში?

2მეფეთა 10

18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი.

2მეფეთა 24

2. უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.

3მეფეთა 1

19. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.

3მეფეთა 2

32. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.

3მეფეთა 4

4. ბენაია იეჰოიადაყის ძე - ჯარის სარდალი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.

3მეფეთა 9

22. ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.

3მეფეთა 11

15. ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში

3მეფეთა 15

20. დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე.

3მეფეთა 16

16. შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი.

3მეფეთა 20

24. ასე მოიქეცი: მოაცილე თავისი ადგილებიდან მეფენი და მათ ნაცვლად მხედართმთავარნი დაადგინე.

3მეფეთა 22

31. უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.

4მეფეთა 4

13. უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: უთხარი მაგას: აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე. რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს? მიუგო: ჩემიანებში ვცხოვრობ.

4მეფეთა 5

1. ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავის ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.

4მეფეთა 25

23. გაიგეს ჯარის სარდლებმა და მათმა ხალხმა, რომ გედალიაჰუ დანიშნა უფროსად ბაბილონის მეფემ, და ეახლნენ გედალიაჰუს მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იონათან კარეახის. ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.

1ნეშტთა 19

18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დავითმა არამელებს დაუხოცა შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. მათი სარდალი შოფეხიც მოკლულ იქნა.

1ნეშტთა 25

1. დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:

1ნეშტთა 27

3. იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.

4. მეორე თვეს რაზმს დოდა ახოხიელი მეთაურობდა; მასთან მიკლოთი იყო მთავარი და მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.

5. მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო.

2ნეშტთა 33

11. მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.

ესთერი 1

3. თავისი მეფობის მესამე წელს გაუმართა ლხინი თავის მთავრებს, თავის მორჩილთ, სპარსელთა და მიდიელთა სარდლებს, ხელისუფალთ და მხარეთა განმგებელთ,

იერემია 40

13. მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.

იერემია 41

11. როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,

იერემია 42

1. მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,

იერემია 43

4. არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.

იერემია 52

25. ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.

ეზეკიელი 23

15. წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;

ნაუმი 3

17. შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.

2ტიმოთე 2

4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.

-------------------------------

სურათზე: დავითი და მხედართმთავარი იოაბი