1.9.56 Аморреи

1.9.56 ამორეველები

წმ. წერილში დახატულნი არიან, როგორც

- ურჯულონი დაბ.15,16

- კერპთაყვანისმცემელნი მსაჯ.6,10

- ჰყავდათ ძლიერი მეფეები ფს.135,19

- ქანაანის მკვიდრნი ეზეკ.16,3

- გოლიათები ამ.2,9

.

კონტაქტები ისრაელთან:

- აბრამს აღუთქვა ღმერთმა მათი (10 ხალხიდან ერთერთის) მიწები დაბ.15,18-21

- ხუთი ამორეველი მეფის კოალიცია დაამარცხა იესო ნავეს ძემ იესნ.10,5-10

- არ იქნენ განადგურებულნი მსაჯ.1,34-36

- ჰქონდათ შერეული ქორწინებები მსაჯ.3,5.6

- ზავი დაიდო მათთან 1მფ.7,14

- სოლომონის დროს იყვნენ დახარკულნი 3მფ.9,20.21

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

16. მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.

18. იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: "შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე.

19. კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,

20. ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,

21. ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.

იესო ნავეს ძე 10

5. შეიყარნენ და აიძრა ხუთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.

6. შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.

7. გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.

8. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.

9. მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.

10. ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.

მსაჯულნი 1

34. ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.

35. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.

36. ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.

მსაჯულნი 3

5. ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის.

6. ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.

მსაჯულნი 6

10. თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი.

1მეფეთა 7

14. დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები, ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. ისრაელსა და ამორეველთა შორის ზავი იყო.

3მეფეთა 9

20. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,

21. მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.

ფსალმუნი 135

19. სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;

ეზეკიელი 16

3. და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.

ამოსი 2

9. გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.