3.50.29 Грехопадение человека

3.50.29 ადამიანის ცოდვით დაცემა

როგორ მოხდა:

- ეშმაკისგან ცდუნების შემდეგ დაბ.3,1-7

- ევას თანხმობით 2კორ.11,3

- ადამის დაუმორჩილებლობით რომ.5,12-19

.

შედეგები იმ დროისთვის:

- ედემიდან განდევნა დაბ.3,24

- მძიმე შობადობა და საზრდოს გაჭირვებით მოპოვება დაბ.3,16.19

- მოკვდავად ქცევა 1კორ.15,22

.

სულიერი შედეგები:

- ღმერთისგან გაუცხოვება ეფ.4,18

- ცოდვაში შობა იოან.3,6 რომ.5,12

- ბოროტება გულში მათ.15,19

- უსარგებლონი და ზნეწამხდარნი რომ.3,12-16

- უწმიდურების მონები რომ.6,19

- ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ მყოფნი ებრ.2,14.15

- მკვდრები ცოდვაში კოლ.2,13

- სულიერად ბრმები ეფ.4,18

- წაბილწულნი ტიტ.1,15

- ადამიანს არ შეუძლია თავად შეცვლა იერ.10,23

- მხოლოდ ღმერთს შეუძლია და თავისი უსაზღვრო სიყვარულით ჩვენდამი გვიხსნა საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელმა იოან.3,16

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

1. ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”

2. უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.

3. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.

4. უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.

5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.

6. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.

7. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

16. უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.

19. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

24. და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.

იერემია 10

23. ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.

მათე 15

19. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

იოანე 3

6. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 3

12. ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.

13. მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. \u2029

14. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.

15. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.

16. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე

რომაელთა 5

12. ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

13. რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,

14. თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა.

15. მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.

16. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.

17. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

18. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.

19. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

რომაელთა 6

19. ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.

1კორინთელთა 15

22. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

2კორინთელთა 11

3. მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.

ეფესელთა 4

18. დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

კოლასელთა 2

13. და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.

ტიტე 1

15. წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.

ებრაელთა 2

14. რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;

15. და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.