3.48.10. Бесплодные

***

23:29 блаженны неплодные Т.е. приходит время, когда не имеющие детей, чтобы оплакивать их, будут считаться счастливыми.

От Луки 23 глава – Комментарии к Библии МакАртура

3.48.10. უნაყოფობა

ფიზიკური აზრით:

- გაუდაბურებული, ბიცი, გამოფიტული მიწა ფს.106,34.35 იოვ.2,20

- ქალების სიბერწე, უშვილობა იგავ.30,16

- ხე ლუკ.13,6-9

-

აზრი:

- სირცხვილი დაბ.30,22-24

- ღვთის კურთხევის არქონა გამ.23,26 რჯ.7,14 ფს.112,9

- სასჯელი დაბ.20,18; 2მფ.6,23

- უფლის ნებაშია ეს.66,9

- "ნეტარება" (ბედნიერება), რადგან არ ეყოლება დასატირებელი ლუკ.23,29

-

სულიერი აზრით:

- გამოსწორება ახალ ისრაელში ეს.54,1 გალ.4,27

- სულიერი ნაყოფიერების წამალი 2პეტ.1,8

- თესლის რწმენით მიღება რომ.4,19.20 ებრ.11,11

-

სულიერი უნაყოფობის მიზეზები:

- არაერთგულება ეს.5,1-7

- გაუფრთხილებლობა ლუკ.19,20-23

-

სულიერი უნაყოფობა ისჯება:

- ღვთის სამსჯავროს მიერ მათ.3,10

- ახლაც იოან.15,2.6

- მომავალ ცხოვრებაში ებრ.6,8

-

მაგალითები:

- სარა დაბ.11,30

- რებეკა დაბ.25,21

- რახელი დაბ.30,22

- მანოახის ცოლი მსაჯ.13,2.3

- ხანა 1მფ.1,2

- შუნამელი ქალი 4მფ.4,14-17

- ელისაბედი 1,7.13

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

30. ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.

დაბადება 20

18. რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.

დაბადება 30

22. გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.

23. დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.

24. უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.

გამოსვლა 23

26. არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.

მეორე რჯული 7

14. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.

მსაჯულთა 13

2. იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა.

3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.

1მეფეთა 1

2. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.

2მეფეთა 6

23. და არ ჰყოლია შვილი მიქალს, საულის ასულს, სიკვდილამდე.

4მეფეთა 4

14. თქვა: მაინც რა გავუკეთო? თქვა გეხაზიმ: ჰო, მართლა, შვილი არა ჰყავს, ქმარი კი მოხუცია.

15. უთხრა: დაუძახე. დაუძახა და კართან დადგა ქალი.

16. უთხრა: გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი. თქვა ქალმა: არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მორჩილს.

17. დაორსულდა ის ქალი და წლის სწორს შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს.

ფსალმუნი 106

34. ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.

35. გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.

ფსალმუნი 112

9. უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!

იგავნი 30

16. შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!

ესაია 5

1. ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.

2. დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.

3. ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.

4. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?

5. ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.

6. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.

7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!

ესაია 54

1. სიხარულით შემოსძახე, ბერწო, ჯერ რომ არ გიშვია! სიხარულით აყიჟინდი და ხმამაღლა შესძახე, ჯერ რომ ტკივილები არ განგიცდია! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.

ესაია 66

9. მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?” – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!” – ამბობს შენი ღმერთი. –

იოველი 2

20. ჩრდილოეთელსაც მოგაშორებთ, გავყრი უწყლო და გაუდაბურებულ მიწაზე. მის მეწინავეთ - აღმოსავლეთის ზღვაში, უკან მორჩენილთ კი - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.

მათე 3

10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

ლუკა 1

7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ.

13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.

36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი,

37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

ლუკა 13

6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

8. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი;

9. იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

ლუკა 19

20. მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,

21. რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.

22. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.

23. მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?

ლუკა 23

29. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.

იოანე 15

2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.

6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.

2პეტრე 1

8. ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.

რომაელთა 4

19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;

20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.

გალატელთა 4

27. რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.

ებრაელთა 6

8. ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.

ებრაელთა 11

11. რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

__თემაზე წერდნენ__

ლუკ.23:29 ნეტარ იქნებიან უნაყოფონი ანუ მოდის დრო, როცა უშვილოები, რომელთაც არ ეყოლებათ დასატირებლები, იქნებიან ბედნიერები.

__ მაკარტურის ბიბლიის კომენტარები __

---------------------

სურათზე: "ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.* (1მფ.1,2)