1.4.19 Позор

2цар.10,4.5; 13,12.13; 2Пар.32,21 Пр.3,35; 10,5; 11,2; 13,16; 18,13; 19,26; 28,7; 29,15 Иер.2,26; 8,12 Матф.27,29-31 Иуд.1,13 Рим.1,16.26.27.32; 6,21; 1Кор.11,4-6.14.22 Еф.5,11.12 Флп.3,19

1.4.19 შერცხვენის შესახებ

(ბრალეულობის გრძნობა)

 

გამოწვეული:

- გაუპატიურებით 2მფ.13,13

- მარცხით 2ნეშ.32,21

- უგუნურებით იგავ.3,35

- უგერგილობით იგავ.10,5

- ამპარტავნობით იგავ.11,2

- დარიგების უგულვებელყოფით იგავ.13,16

- დაუფიქრებელი ლაპარაკით იგავ.18,13

- მშობლების უპატივცემლობით იგავ.19,26

- ცუდი მეგობრების ყოლით იგავ.28,7

- შვილების მიშვებული აღზრდით იგავ.29,15

- კერპთაყვანისმცემლობით იერ.2,26

- არაჩვულებრიობით 1კორ.11,4-6

- მიწიერზე ფიქრით ფლპ.3,19

 

სულიერად განუახლებელთ:

- არ აქვთ სირცხვილის გრძნობა იერ.8,12

- პოულობენ კმაყოფილებას სასირცხვილო საქმეებში რომ.1,26.27.32

- თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი იუდ.1,13

 

ქრისტიანებს:

- ერცხვინებათ წარსული ცხოვრება რომ.6,21

- ერიდებიან ბნელის სათქმელადაც კი სამარცხვინო საქმეებს ეფ.5,11.12

- არაბუნებითს 1კორ.11,14

- ცდილობენ არ ჩააყენონ სხვები უხერხულ მდგომარეობაში 1კორ.11,22

- არ რცხვენიათ სახარების ქადაგებისა რომ.1,16

 

მიყენებული:

- ვერაგულად 2მფ.10,4.5

- პირადად 2მფ.13,12

- დაცინვით მათ.27,29-31

 

ბიბლიის მუხლები

 

2მეფეთა 10

4. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.

5. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.

 

2მეფეთა 13

12. მიუგო: ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს.

13. სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.

 

2ნეშტთა 32

21. მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ.

 

იგავნი 3

35. დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.

 

იგავნი 10

5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.

 

იგავნი 11

2. მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.

 

იგავნი 13

16. დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.

 

იგავნი 18

13. მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.

 

იგავნი 19

26. ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.

 

იგავნი 28

7. რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.

 

იგავნი 29

15. ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.

 

იერემია 2

26. როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,

 

იერემია 8

12. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.

 

მათე 27

29. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!

30. და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.

31. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.

 

იუდა 1

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.

 

რომაელთა 1

16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.

26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.

27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.

32. რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.

 

რომაელთა 6

21. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.

 

1კორინთელთა 11

4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.

5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.

6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.

14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?

22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

 

ეფესელთა 5

11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,

12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.

 

ფილიპელთა 3

19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.