4.19.23 Милостыню дават не лицемерно, чтобы не прославляли

4.19.23 გაცემა, მოწყალება უშურველად, უთვალთმაქცოდ, არასაჩინოდ, რათა არ გვაქონ

მათ.6,[2]

- ჩვენი ცარიელი სიტყვები, რელიგიურობა, რიტუალები არ ეხმარებიან ადამიანებს ეს.58,6.7 მარ.7,10-13 იაკ.2,15.16; 1იოან.3,17.18

- ნუ გავახმაურებთ ჩვენს სიკეთეს იგავ.20,6 მათ.6,2; 8,44 მარ.1,44

- ნუ მოველით ამისთვის კაცთაგან ქებას და დიდებას მათ.6,2 იოან.5,44

- ჩვენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა მათ.6,3

- ვიყოთ გულმოწყალენი იობ.31,16-20; 1პეტ.4,9-11 რომ.12,8.9 გალ.2,10 ეფ.4,28; 1ტიმ.6,18 ებრ.13,16

- რისთვისაც მოველით ღვთის გულმოწყალებას ფს.111,9 მათ.5,7; 6,1.4 ლუკ.12,33.34; 2კორ.9,6-13

ბიბლიის მუხლები

იობი 31

16. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?

17. ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?

18. (რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).

19. თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,

20. და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?

ფსალმუნი 111

9. გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.

იგავნი 20

6. ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?

ესაია 58

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

მათე 5

7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

მათე 6

1. "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.

2. როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

3. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.

4. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.

მათე 8

4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი...

მარკოზი 1

44. უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი...

მარკოზი 7

10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.

11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -

12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.

13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

ლუკა 12

33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.

34. რადგან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.

იოანე 5

44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?

იაკობი 2

15. თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,

16. რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?

1პეტრე 4

9. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.

10. თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

11. თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით; თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1იოანე 3

17. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?

18. შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

რომაელთა 12

8. თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.

9. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.

2კორინთელთა 9

6. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.

7. თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს;

8. ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.

9. როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!

10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,

11. რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.

12. ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;

13. რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.

გალატელთა 2

10. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, რასაც ისედაც ვესწრაფოდი.

ეფესელთა 4

28. მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.

1ტიმოთე 6

18. ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.

ებრაელთა 13

16. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.

__თემაზე წერდნენ__

***

სათნოება გაცემისა – სიყვარულს მიელტვის.

__ ლაო-ძი __

***

სიბრალული გლახაკთა და დავრდომილთა მიმართ არ გამორიცხავს ანგარებას და გაუტანლობას. ჩვენ გვიყვარს თანაგრძნობის გამოთქმა, ლმობიერებით თავმოწონება; მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია; საქმით კი, ღმერთმა დაგვიფაროს, რამე გავცეთ, რამე მოვიკლოთ.

__ ბლეზ პასკალი __

***

ინდოეთში არსებობს იგავი თავმოყვარე უგუნურზე, რომელსაც ეთესა ბრინჯი. პირველ ზაფხულს შეამჩია, რომ თურმე წყალმა დიდად შეუწყო ხელი მის მინდორს ყოფილიყო მოსავლიანი, ამასთან მისი მინდვრიდან გადაედინებოდა ქვემოთ მეზობლების მიწებზე წყალი და ყველგან კურთხეული მოსავალი მოიწიეს, სადაც კი მოირწყა. შემდგომ წელს თავმოყვარე ამაყმა თქვა თავის გულში:

“წყალი ხომ სიმდიდრეა! ის გამდინარე მოსავალია! რა უგუნურად მოვიქეცი, რომ წინა წელს მე გავუშვი ის მეზობლების მინდვრებში.” მან დააკავა წყალი და ამით გაქურდა მეზობლები და ჩაალპო თავისი მოსავალი.

წყალი სასარგებლოა, ვიდრე მოედინება, დაკავებული კი მყაყდება და მოაქვს ზიანი.

ასე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. “გაუშვი პური შენი წყლებზე” – ამბობს წმ. წერილი.

__ იაკობ ლევენი __

***

“ნეტა არ მიმეცა” რა ქართულია?! მადლი გიქნია, ღმერთმა შეარგოთ.

__ ჯემალ მეხრიშვილი __