1.2.85 Ханаан

Быт.9,22.25-27; 10,6.15-19; 11,31; 12,5-7; 15,7; 17,8 Исх.3,8 Чис.13,2; 14,23 Иисн.23,5 Суд.1,27 Ис.8,8; 19,18

1.2.85 ქანაანი

kĕnaʿan, არაბულად کنعان‎,

‏כְּנַעַן‏‎) ივრითულად

Ханаан რუსულად

-

1. ქამის ძე დაბ.10,6

- დაწყევლა ნოემ დაბ.9,22,25-27

-

2. ქანაანის ქვეყანა:

მის შესახებ ნათქვამია:

- საზღვრები დაბ.10,19

- ნაყოფიერი გამ.3,8.17

- შვიდი ხალხიდან ერთერთი რჯ.7,1

- ენა ეს19,18

-

ღვთის აღთქმა მის შესახებ მიეცა:

- აბრაამს დაბ.12,7; 17,8

- ისააკს დაბ.26,2

- იაკობს დაბ.28,13

- ისრაელს გამ.3,8

-

ქვეყნის დამკვიდრება:

- ნაუწყებია დაბ.15,7-21

- დამოწმებულია მზვერავების მიერ რიცხ.13,2-39

- გადადებულია ურწმუნოების გამო რიცხ.14,23-35

- აღსრულებულია უფლის მიერ იესნ.23,5-16

- დასრულებულია ნაწილობრივ მსაჯ.1,27-36

-

ქანაანის სხვადასხვა სახელწოდებები:

- ქანაანი დაბ.11,31

- ებრაელთა ქვეყანა დაბ.40,15

- ისრაელი 1მფ.13,19

- ემანუელის ქვეყანა ეს.8,8

- "გათხოვილი” ეს.62,4

- მშვენიერი დან.8,9

- უფლის ქვეყანა ოს.9,3

- წმიდა მიწა ზაქ.2,12

- იუდეველთა ქვეყანა საქ.10,39

- აღთქმული ქვეყანა დაბ.12,5-7 ებრ.11,9

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9

22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!

დაბადება 10

6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

დაბადება 11

31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 12

5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.

6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.

7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.

დაბადება 15

7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.

დაბადება 17

8. მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას - ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.

გამოსვლა 3

8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.

რიცხვნი 13

2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.

რიცხვნი 14

23. ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.

მეორე რჯული 7

1. როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,

იესო ნავეს ძე 23

5. თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.

მსაჯულთა 1

27. მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.

ესაია 8

8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!

ესაია 19

18. იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.