4.19.35 Дань - подать, налог

4.19.35 ხარკი, ბეგარა, გადასახადები

დახარკული იყო:

- ისრაელი 4მფ.15,20; 23,33; 2ნეშ.36,3

- იუდას მეფე ახაზი 2ნეშ.28,21

- ქანაანი იესნ.17,13 მსაჯ.1,28-35

- მოაბი 2მფ.8,2; 1ნეშ.18,2

- ფილისტიმელები 2ნეშ.17,11

- არაბები 2ნეშ.17,11

- ყამონელები 2ნეშ.26,8

- ზღვის კუნძულები ესთ.10,1 ფს.71,10

- თარშიში ფს.71,10

.

იხდიდნენ:

- ყველა რიცხ.31,28 რჯ.20,11

- დამონებული ხალხი იესნ.16,10

- ისრაელში მცხოვრები სხვა ხალხები 2ნეშ.8,8

- ღარიბები ამ.5,11

- დაბეგრილები იყვნენ ისრაელიანები 3მფ.5,13

- ყველა, გარდა ლევიტელებისა ეზრ.7,24

- ხარკისთვის იშრომებს - ნაწინასწარმეტყველებია ისაქარზე დაბ.49,15

.

ხარკის აკრეფა:

- ხარკთგანმგებელი 3მფ.4,6

- ხარკის ამკრეფი 2მფ.20,24; 3მფ.12,18; 2ნეშ.10,18

- ამკრეფს ეწოდებოდა მებაჟე მათ.9,9

- სასჯელი გადაუხდელობისთვის 4მფ.17,4

- აღარიბებს ხალხს ნეემ.5,4

- მძიმედ დამბეგრავი ამხობს ქვეყანას იგავ.29,4

- ცოდვების გამო დაეკისრათ ნეემ.9,37

.

საჭიროა:

- აღთქმის კარავისთვის 2ნეშ.24,6

- სახელმწიფო საჭიროებებისთვის 3მფ.9,15 დან.11,20 რომ.13,6.7

.

- ქრისტეს მითითება მათ.17,25; 22,17.19 მარ.12,14 ლუკ.20,22

- ცილი დასწამეს ქრისტეს ხარკის მიუცემლობის წაქეზებაში ლუკ.23,2

- პავლეს მოწოდება რომ.13,6.7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49

15. იხილა, რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა: ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა!

რიცხვნი 31

28. ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.

მეორე რჯული 20

11. თუ ზავზე დაგთანხმდეს და კარიბჭე გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და ყმა გაგიხდება.

იესო ნავეს ძე 16

10. და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი, დღემდე მკვიდრობენ ქანაანელნი ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.

იესო ნავეს ძე 17

13. და როცა გაძლიერდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელნი, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ.

მსაჯულნი 1

28. როცა გაძლიერდა ისრაელი, თავის მოხარკედ აქცია ქანაანელები, მაგრამ ვერ განდევნა.

2მეფეთა 8

2. დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.

2მეფეთა 20

24. ყადორამი - ხარკის აკრეფას უძღვებოდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.

3მეფეთა 4

6. ახიშარი - სახლთუხუცესი; ადონირამ ყაბდას ძე - ხარკთგანმგებელი;

3მეფეთა 5

13. და დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს; 30 ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.

3მეფეთა 9

15. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.

3მეფეთა 12

18. გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.

4მეფეთა 15

20. და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – ყოველ კაცზე 50 შეკელი ვერცხლი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იმ მიწაზე.

4მეფეთა 17

4. გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.

4მეფეთა 23

33. დაატუსაღა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა და ქვეყანას ხარკად ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო დააკისრა.

1ნეშტთა 18

2. შემუსრა მოაბიც და გახდნენ მოაბელნი დავითის მსახურნი და ხარკის გადამხდელნი.

2ნეშტთა 8

8. .და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.

2ნეშტთა 10

18. გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, რომელიც ხარკის ამკრეფი იყო; ქვები დაუშინეს მას ისრაელის ძეებმა და მოკლეს; მეფე რეხაბყამმა კი ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა მოასწრო.

2ნეშტთა 17

11. ფილისტიმელთაგან ზოგს ძღვენი მოჰქონდა იოშაფატთან და ზოგს ვერცხლი ხარკად; ასევე არაბებმაც მოუყვანეს მას წვრილფეხა საქონელი: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.

2ნეშტთა 24

6. მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”

2ნეშტთა 26

8. ხარკს უხდიდნენ ყამონელნი ყუზიას და ეგვიპტემდე განითქვა მისი სახელი, რადგან დიდად გაძლიერდა იგი.

2ნეშტთა 28

21. მისცა ახაზმა აშურის მეფეს ხარკი უფლის სახლიდან, მეფისა და მთავართა სახლებიდან, მაგრამ ვერც ამან უშველა.

2ნეშტთა 36

3. ეგვიპტის მეფემ გადააყენა იერუსალიმის ტახტიდან და ხარკი დააკისრა ქვეყანას - ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.

ეზრა 4

13. ახლა ეუწყოს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება.

ეზრა 7

24. გიბრძანებთ, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, კარიბჭის მცველსა თუ ღვთის სახლის მსახურს არ დაეკისროს გადასახადი, მოსაკრებელები ან ხარკი.

ნეემია 5

4. და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ამბობდნენ: "ფული ვისესხეთ, რათა მეფისათვის ხარკი გადაგვეხადა, ჩვენი ყანებისა და ვენახებისათვის.

ნეემია 9

37. მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისთვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ.

ესთერი 10

1. ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.

ფსალმუნი 71

10. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ.

იგავნი 29

4. მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას; მძიმედ დამბეგრავი კი ამხობს მას.

დანიელი 11

20. მის ნაცვლად აღმდგარი ხარკს აკრეფს სამეფოს სადიდებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არა მრისხანებაში და არა ბრძოლაში.

ამოსი 5

11. რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.

მათე 9

9. იქაურობას რომ გაშორდა, დაინახა იესომ კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.

მათე 17

25. მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს - თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?”

მათე 22

17. ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”

19. მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.

მარკოზი 12

14. მივიდნენ და უთხრეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”

ლუკა 20

22. ნებადართულია თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?”

ლუკა 23

2. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: "ვნახეთ, რომ ჩვენს ხალხს აქეზებდა იგი და კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავდა, თავის თავს კი ცხებულ მეფეს უწოდებდა”.

რომაელთა 13

6. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.

7. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი.