3.15.1. Молитва за спасение души (жизни)

быт.20,7 иисн.14,9.10 пс.6,[5],, 29,9.10; 70,18,, 87,10-12; 114,8; 117,17.18 Ис.38,17-19

3.15.1. ლოცვა სულის (სიცოცხლის) გადარჩენისთვის

დაბ.20,7 იესნ.14,9.10 ფს.6,[5],, 29,9.10; 70,18,, 87,10-12; 114,8; 117,17.18 ეს.38,17-19

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 20

7. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.

იესო ნავეს ძე 14

9. ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.

10. აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.

ფსალმუნი 6

5. შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.

ფსალმუნი 29

9. შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:

10. რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?

ფსალმუნი 70

18. ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.

ფსალმუნი 87

10. თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.

11. ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.

12. განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?

ფსალმუნი 114

8. რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;

ფსალმუნი 117

17. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.

18. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.

ესაია 38

17. აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.

18. რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.

19. ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.