2.2.78 Благодетель Бога

2.2.78 სიკეთის მქმნელი ღმერთი

ღვთის მატერიალური სიკეთე:

- ისრაელისთვის რჯ.7,6 ფს.50,18

- ურწმუნოებისთვის საქ.14,15-18

- მორწმუნეებისთვის ფლპ.4,19

-

მოცემულია:

- ღმერთისგან რჯ.30,5.9; 1მფ.25,30 ფს.56,2; 114,7; 118,68

- იესო ქრისტესგან ეფ.2,13-17

-

დამოკიდებულება მადლისადმი:

- ივიწყებენ ფს.105,13

- უარყოფენ იერ.18,10 საქ.13,44-46

- უგალობენ ფს.12,6

- ახსოვთ ლუკ.7,3-5

- ადიდებენ საქ.13,48

-

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7

6. რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

მეორე რჯული 30

5. მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, შენი მამების მიერ დამკვიდრებულ ქვეყანაში და შენც დაიმკვიდრებ მას; სიკეთეს გიყოფს უფალი და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.

9. სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,

1მეფეთა 25

30. ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.

ფსალმუნი 12

6. ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.

ფსალმუნი 50

18. სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა.

ფსალმუნი 56

2. მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.

ფსალმუნი 105

13. მალევე დაივიწყეს მისი საქმეები, არ დაელოდნენ მის რჩევას.

ფსალმუნი 114

7. დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.

118

68. კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.

იერემია 18

10. მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.

ლუკა 7

3. იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.

4. მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;

5. რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.

საქმეები 13

44. მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.

45. იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.

46. მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.

48.ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.

საქმეები 14

15. "კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;

16. რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა,

17. თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”.

18. ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.

ეფესელთა 2

13. ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.

14. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.

15. თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;

16. და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.

ფილიპელთა 4

19. ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.