1.9.59 Измаил, Исмаил, измаилтьяне (арави)

1.9.59 ისმაელი, ისმაელიანები (არაბები)

ღმერთი ისმენს

.

პირველი ისმაელი იყო

- აბრამის ძე აგარისგან დაბ.16,16; 1ნეშ.1,28

- ანგელოზმა იწინასწარმეტყველა მისი ხასიათი დაბ.16.11.12

- წინადაცვეთილ იქნა 13 წლის დაბ.17,25

- დასცინოდა ისააკს დაბ.21,9

- ხორცისაგან შობილი გალ.4,22.23

- ცხოვრობდა უდაბნოში დაბ.21,20

- გახდა მშვილდოსანი დაბ.21,20

- დაქორწინდა ეგვიპტელ ქალზე დაბ.21,21

- მამის დამარხვას დაესწრო დაბ.25,9

- ისმაელის ძეები დაბ.25,13-16; 1ნეშ.1,29-31

- მოკვდა 137 წლის დაბ.25,17

- აკურთხა ღმერთმა ნაყოფიერებით დაბ.17,20; 21,13

- ისმაელის შთამომავლები ბინადრობდნენ ხავილადან შურამდე დაბ.25,18

- ძმებმა იოსები მიყიდეს ისმაელიანებს დაბ.37,25-28

- ისმაელიანებმა იოსები მიყიდეს ფოტიფარს დაბ.39,1

- ატარებდნენ ოქროს საყურეებს მსაჯ.8,24

- ცნობილი გახდნენ როგორც არაბები 2ნეშ.17,11

.

ისრაელში გავრცელებული სახელი იყო ისმაელი:

მეორე ისმაელი (იშმა(ყ)ელი) იყო

- იონათანის შთამომავალი 1ნეშ.8,38

.

მესამე ისმაელი (იშმაელი) იყო

- ზებადიაჰუს მამა 2ნეშ.19,11

.

მეოთხე ისმაელი (იშმაელი) იყო

- ნეთანიას ძე, განგმირა გედალიაჰუ 4მფ.25,23-25 იერ.41,2-15

.

მეხუთე ისმაელი (იშმაელი) იყო

- იოხანანის ძე, ასისთავი 2ნეშ.23,1

.

მეექვსე ისმაელი იყო

- ღვთისმსახური, რომელიც გაეყარა უცხოელ ცოლს ეზრ.10,22

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

11. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.

12. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.

16. ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.

დაბადება 17

20 . ისმაელისთვისაც გისმინე და მასაც ვაკურთხებ, ნაყოფიერს გავხდი და ფრიად გავამრავლებ, თორმეტ მთავარს წარმოშობს და დიდ ერად ვაქცევ.

25. მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.

დაბადება 21

9. დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.

13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.

20. ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.

21. დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.

დაბადება 25

9. დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,

13. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,

14. მიშმაყი, დუმა და მასსა,

15. ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.

16. ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.

17. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.

18. და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.

დაბადება 37

25. როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.

დაბადება 39

1. ეგვიპტეში ჩაიყვანეს იოსები და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა და მცველთა უფროსმა.

მსაჯულნი 8

24. უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.

4მეფეთა 25

23. გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა მეფისნაცვლად და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში: იშმაელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.

24. შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ კაცებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მსახურების. იცხოვრეთ ქვეყანაში, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ყველაფერი კარგად იქნება!”

25. მეშვიდე თვეს მოვიდა იშმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფის შთამომავალი, ათი კაცი ახლდა თან, განგმირა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, მიცფაში რომ იყვნენ მასთან ერთად.

1ნეშტთა 1

28. აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.

29. ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი,

30. მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,

31. იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.

1ნეშტთა 8

38. აცელს ექვსი ძე ჰყავდა, აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაელი, შეყარია, ყობადია და ხანანი.

2ნეშტთა 17

11. ფილისტიმელთაგან ზოგს ძღვენი მოჰქონდა იოშაფატთან და ზოგს ვერცხლი ხარკად; ასევე არაბებმაც მოუყვანეს მას წვრილფეხა საქონელი: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.

2ნეშტთა 19

11. აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ მთავრად ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაელის ძე, იუდას სახლის მმართველი, მეფის ყველა საქმეს განაგებს; ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იმოქმედეთ და მართალთან იქნება უფალი!”

2ნეშტთა 23

1. მეშვიდე წელს გაძლიერდა იეჰოიადაყი და აღთქმის დასადებად დაუძახა ასისთავებს: ყაზარია იეროხამის ძეს, იშმაელ იოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასიაჰუ ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს.

ეზრა 10

22. ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა;

იერემია 41

2. ადგნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალიაჰუ, შაფანის ძის, ახიკამის შვილი; მოკლეს ის, ვინც ბაბილონის მეფემ გაამეფა ქვეყანაში.

გალატელთა 4

22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან.

23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან,