3.19.13. Обетованное испольнит пред Его народом

Пс.115,9

3.19.13. აღთქმის აღსრულება ღვთის ხალხის წინაშე

დაბ.17,14 გამ.24,7 იესნ.24,25; 4მფ.11,17; 23,3; 1ნეშ.28,2 ფს.115,5.[9] იერ.34,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17

14. წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც მერვე დღეს არ დაიცვეთს ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა”.

გამოსვლა 24

7. აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: "ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით”.

იესო ნავეს ძე 24

25. იმ დღეს დადო იესომ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.

4მეფეთა 11

17. აღთქმა დაუდო იეჰოიადაყმა უფალს, მეფესა და ხალხს შორის, რათა საუფლო ხალხი ყოფილიყო; ასევე - მეფესა და ხალხს შორის.

4მეფეთა 23

3. დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.

1ნეშტთა 28

2. ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.

ფსალმუნი 115

5. აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.

9. ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.

იერემია 34

8. სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღთქმა დადო მთელ ხალხთან, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ მონობისგან თავისუფლებას გამოაცხადებდა;