1.2.46.Слово Божие и наука соглашаются во многом

***

Изначально наука родилась в стенах храма как способ познать мир, созданный Богом.

***

Вообще наука- это один из путей познания Бога. В первую очередь. А все узнаем уже там, за гранью этой жизни.

***

Христианству противоречит не наука, а интерпретация ее людьми, неверующими в Бога.

1.2.46. ღვთის სიტყვა და მეცნიერება ბევრ რამეში შეთანხმდებიან

თემაზე წერდნენ

***

 [დეკარტს] ძალიან სურდა თავის ფილოსოფიაში უღმერთოდ გასულიყო ფონს, მაგრამ სამყაროს ასამოძრავებლად ღმერთს წკიპურტი მაინც აკვრევინა მისთვის. ეს იყო და ეს, ღმერთი აღარ დასჭირვებია.

__ბლეზ პასკალი__

***

არის წიგნი, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი, ყველაფერი გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც არაფერში არ გეპარება ეჭვი. ეს უკვდავი, წმიდა წიგნი, საუკუნო ჭეშმარიტების წიგნი, საუკუნო სიცოცხლის წიგნია სახარება. კაცობრიობის მთელი პროგრესი, მეცნიერების ყველა წარმატება განეკუთვნება მხოლოდ ღრმა შეჭრას ამ ღვთაებრივი წიგნის იდუმალ სიღრმეებში... __ვ. ბელინსკი__

***

 როდესაც რელიგია და მეცნიერება აღიარებენ ღვთის რწმენას, პირველი ღმერთს აყენებს თავში, მეორე - აზრების ბოლოს. რელიგია და მეცნიერება არაფრით არ გამორიცხავენ ერთიმეორეს.

__პლანკი__

***

ყველა მეცნიერული აღმოჩენა დაშვებულია ღმერთისგან ალბათ იმ მიზნით, რათა დამტკიცებულიყო ის ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც მოცემულია ღმერთისგან ბიბლიაში.

__ვ. ჰერშელი__

***

რამდენადაც მე ვაზროვნებდი და ვსწავლობდი, ამიტომაც დავრჩი ქრისტიანი ბრეტონელივით. და თუ მე უფრო მეტად ვიაზროვნებდი და გავყვებოდი მეცნიერებას, ვიქცეოდი ისეთ მორწმუნედ, როგორიცაა ბრეტონელი გლეხი.

__ლუი პასტერი__

 

***

მეცნიერული ჭეშმარიტებანი განეკუთვნებიან ქრისტიანულ რელიგიას, როგორც ნაკადულები და მდინარეები - ოკეანეს. __მაიერი__

 ***

მეცნიერება ცოდნაა, ხოლო ღმერთი წყაროა ყოველგვარი ცოდნისა. როგორ შეიძლება ბიბლია განსხვავდებოდეს მეცნიერების თვალსაზრისისგან?

617-მა მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა მოაწერა ხელი მანიფესტს, რომელიც ინახება ოქსფორდის (ინგლისი) ბიბლიოთეკაში. ეს დოკუმენტი ამბობს, რომ უგუნურად იქცევიან ისინი, ვინც აყენებს მეცნიერებას ბიბლიის ოპოზიციაში, რომ დადგება დრო, როცა „ორივე აშკარად შეთანხმდებიან ყოველივეში უკანასკნელ წვრილმანამდე“.

__იაკობ ლევენი__

***

საფუძველმოკლებული როდია ერთი მეცნიერის ნათქვამი: „მე მწამს ღმერთი და ბიბლია, იმიტომ რომ შეუძლიათ ამიხსნან ჩემგან გაცნობიერებული კოსმოსი და ჩემი მიწიერი ცხოვრების დანიშნულება უკეთ, ვიდრე ამას მიხსნიან ადამიანური ჰიპოთეზები, წინამძღვრები, თეორიები და პოსტულატები“.

__იაკობ ლევენი__