1.5.1 Владеющий собой (своим духом)

Прит.16,32,, 25,[28]

Долготерпеливый лучше храброго, и владеющий собою лучше завоевателя города. (Прит.16,32). Что город разрушенный, без стен, то человек, не владеющий духом своим. Прит. 25,28

Душа - это царь страны тела, если она здорова, и тело здорово, если она больна, больно и оно. Того, кто владеет душой своей, можно считать царем царей. От чистоты и нечистоты души зависят чистота или нечистота тела, так же как благоустроенность и не благоустроенность царства зависят от справедливости и несправедливости царя. Царь - душа государственного тела, душа - царь телесного государства.

Навои-Фани

1.5.1  საკუთარი თავის (სულის) ფლობა, ხელმწიფება, პატრონობა

იგ. 16,32; 25,[28] მათ.12,25 მარ.3,24.25 ლუკ.9,23-25; 11,17

 

ბიბლიის მუხლები

 

იგავნი 16

32. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.

 

იგავნი 25

28. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს

 

მათე 12

25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

 

მარკოზი 3

24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.

25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.

 

ლუკა 9

23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.

25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?

 

ლუკა 11

17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.2,7 - რას ნიშნავს ცოცხალი არსება? - მოქმედ სულს, რომლისთვისაც სხეულის ნაწევარნი მის ნებას ჰმორჩილებენ და სულის სამოქმედო იარაღნი არიან.

__წმ.იოანე ოქროპირი__

 

 ***

ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას.

__ წმ. აბბა ისაია __

 

***

ვინ გადამარჩენს, ვინ გამომიყვანს ამ მდგომარეობიდანო, ჰკითხა ერთმა განწირულ მდგომარეობაში მყოფმა ბრძენს. გაჩვენებო, - უთხრა ბრძენმა. განწირული იმედიანი გამომეტყველებითა და აღტაცებით შეაცქერდა: - როდის მაჩვენებო. - ეხლავეო, - გაიყვანა მეორე ოთახში და დააყენა სარკის წინ, - ეს არის ერთადერთი, ვინც დაგეხმარება ცხოვრებაშიო.

__აღმოსავლური სიბრძნე__

 

***

თავის თავზე იმდენი გამარჯვება მოიპოვა, რომ საკუთარი უძლეველობა მოჰყირჭდა.

__სტანისლავ ეჟი ლეცი__

 

***

რა იშვიათად უტოლდება ადამიანი თავის თავს.

__სტანისლავ ეჟი ლეცი__