1.10.16. Можно ли повторить крещение?

Быт.17,13 Иис.5,[2] Еф.4,5

1.10.16. ნათლისღების განმეორება თუ შეიძლება?

დაბ.17,13 იესნ.5,[2] ეფ.4,5 

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 17

13. წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.

 

იესო ნავეს ძე 5

2. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.

 

ეფესელთა 4

5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.

 

__თემაზე წერდნენ__

*** 

ნათლისღების განმეორება არ შეიძლება, - თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება. 

__ წმ. კირილე იერუსალიმელი __

 

*** 

მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითია, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია („ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა.“). 

__ წმ. კირილე იერუსალიმელი __