4.5.12. Будьте братолюбивы

Иов.1,[4] Пс.132,1 Рим.12,10 Евр.13,1

4.5.12. ძმათმოყვარეობა გვქონდეს

ღვიძლ და-ძმებს შორის იობ.1,[4] ფს.132,1

.

ქრისტეში:

- უფლის მიერ მოცემული მცნება იოან.13,34

- ახსნა 1იოან.4,7-21

- ურთიერთპატივისცემით გამოხატული რომ.12,10

- არის რჯულის აღსრულება რომ.13,8-10

- ასწავლის ღმერთი 1თეს.4,9 ებრ.13,1

.

გარეშეთა მიმართ:

- მტრის მათ.5,44

- მოყვასის მათ.22,39

.

ბიბლიის მუხლები

იობი 1

4. სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.

ფსალმუნი 132

1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

მათე 5

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

მათე 22

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

იოანე 13

14.15. თუკი მე მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.

34. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.

2პეტრე 1

7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.

1იოანე 4

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.

11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.

13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.

14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.

15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.

16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.

18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

19. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?

21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.

რომაელთა 12

10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.

რომაელთა 13

8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.

9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

1თესალონიკელთა 4

9. ღხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,

ებრაელთა 13

1. ძმური სიყვარული ეგოს.

__თემაზე წერდნენ__

***

წესად ასრეა დაწესებული, ხამს მოყვარესაც ასრე უწესო,

მწყემსო, დალოცე საყდრის კრებული, სახლი აკურთხე, სახლთუხუცესო!

გზა ბევრი ვიცი: ზოგი ნათელი, სხვა მოჟამული, როგორც ბრალდება,

გზა სიყვარულად – სახენადები, ღვთის საუფლოში მიიწვართება.

__ მოშე იბნ ეზრა __

***

ნეტარი ესე ეპისკოპოსი მეგობარი იყო ბრწყინვალისა მის მნათობისა სვიმონ მესვეტისა ანტიოქელისაი და არათუ თვალითა ეხილვა ურთიერთარს, არამედ სულიერითა მით სიყვარულითა, რომელ გონებითა იხილვების შორიელი, ვითარცა მახლობელი. და კვალად წიგნითა და მოციქულითა იყო მათ შორის შესწავებაი.

__ ნეკრესელი ეპისკოპოსის შესახებ უცნობი ავტორი __

***

[ურწმუნო ვინიციუსს უყვარს ქრისტიანი ლიგია და ეჭვის თვალით უყურებს ერთ ქრისტიან ყმაწვილს, რომელიც საჩუქრებს მოართმევს ლიგიას. ვინიციუსი ეტყვის:]

- ლიგია, როგორ აძლევ ნებას, საჩუქრები მოგიტანოს, განა არ იცი, ბერძნები, ებრაელებს ურია ძაღლებს რომ ეძახიან?

- არ ვიცი, ბერძნები იმათ რას ეძახიან, - მიუგო ლიგიამ, - ის კი ვიცი, - ნაზარი ქრისტიანია და ჩემი ძმა.

__ ჰ. სენკევიჩი __

***

[როდესაც ქრისტიანმა ნიგერმა შეიტყო რომ ვინიციუსიც ქრისტიანი გამხდარა, წამოიძახა] ჰოი, ქრისტეო! გმადლობ შენ, რამეთუ ჩემთვის უძვირფასესის თვალთაგან ლიბრი მოგიხსნია.

მოეხვია ვინიციუსს, სიხარულით ტირილი მორთო და შუბლზე კოცნა დაუწყო.

__ ჰ. სენკევიჩი __

***

[ახალგაზრდა ბატონი ვინიციუსი ქრისტიანებთან მოხვდა, ნახა მათი შემწყნარებლობა და სწერს წერილს პეტრონიუსს] ჩემში რაღაც შეიცვალა. გულწრფელად გეუბნები, ჩემი ბუნებისთვის შეუფერებელი ისეთი არა არის რა, როგორც ეს რჯული, მაინც რაც მას გადავეყარე, ჩემს თავს ვეღარ ვცნობ . . . იმათგან რომ შინ დავბრუნდი, არავინ მელოდა . . . ამიტომ სახლში უწესრიგობა დმხვდა. ჩემს ტრიკლინიუმში მთვრალ მონებს ღრეობა გაემართათ. სიკვდილს უფრო მოელოდნენ, ვიდრე მე, და ნაკლებ შეეშინდებოდათ, სიკვდილი რომ ენახათ. ხომ იცი, რა სასტიკად ვეპყრობი სახლეულს. ყველანი მუხლებზე დაეცნენ, ხოლო ზოგ მონას შიშისგან გული შეუღონდა. მე კი . . . იცი, როგორ მოვიქეცი? პირველ წამში მინდოდა როზგები მოეტანათ და გახურებული შანთი, მაგრამ მაშინვე შემრცხვა, და . . . არ დამიჯერებ? რაღაც სიბრალული შემომაწვა . . . ჩავიკეტე წიგნთსაცავში და იქ თავში უფრო უცნაური აზრები მომივიდა: რაც ქრისტიანებში გავიგონე და ვნახე, მას შემდეგ აღარ შემიძლია მონებს ისე მოვეპყრა, როგორც აქამდე ვეპყრობოდი, მონებიც ხომ ადამიანები არიან. რამდენიმე დღეს შეშფოთებულნი დადიოდნენ, ფიქრობდნენ, დასჯას იმიტომ ვაგვიანებ, რაა უფრო საზარელი სასჯელი მოვიფიქრო, მე კი არავინ დამისჯია, რადგან . . . ვერ შევიძელ. გუშინწინ მოვუწოდე მათ და ვუთხარ: “თქვენი დანაშაული მიპატიებია, ხოლო თქვენ ეცადენით, დანაშაული გულმოდგინე შრომით გამოისყიდოთ.” მუხლებზე დაეცნენ, ტირილი მორთეს და ქვითინით ხელები გამომიწოდეს, ბატონსა და მამას მეძახდნენ . . . ერთი რამ შევნიშნე. პატიება რომ მიიღეს, იმან არა თუ გაათამამა ისინი, არათუ წესრიგი მოშალა, არამედ არავითარ შიშს არ წაუქეზებია ისეთი პატიოსანი სამსახურისთვის, როგორც მადლიერებამ წააქეზა. ისინი არა თუ მემსახურებიან, პირიქით, მგონია, ერთმანეთს ეცილებიან, არა მე უკეთ შევუსრულებ ბატონს სურვილს, არა მეო. მე ეს იმიტომ გავიხსენე, რომ როდესაც ქრისტიანებთან განშორების წინა ღამეს ვუთხარ პავლეს, თქვენი რჯულისაგან ქვეყანა ისე დაინგრევა, როგორც სალტშემოჭერილი კასრი-მეთქი, იმან მიპასუხა: “სიყვარული უფრო მაგარი სალტეა, ვიდრე შიში”.

__ ჰ. სენკევიჩი __

***

შეუძლებელია ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს მოკუმშული ხელებით.

__ ინდირა განდი __

***

ქუჩაში ბავშვებს ხელები აეფარებინათ სახეზე, ისხდნენ და ტიროდნენ. “რა მოგივიდათ?” – ჰკითხა გამვცლელმა. ერთმა გოგომ ასწია თავი და უთხრა:

“თომა დაეცა და ფეხი სტკივა, ჩვენ გვიყვარს ის და ამიტომაც ვტირივართ.”

__ იაკობ ლევენი __

***

თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლებში მოციქული იოანე დასუსტდა ფიზიკურად, ისე რომ მის ძმებს ქრისტეში უწევდათ მისი ხელით მიყვანა ეკლესიის შეკრებებზე. იგი ქადაგებდა ძალიან წყნარად და ხშირად იმეორებდა სიტყვებს:

“შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი.”

ერთხელ მას ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ხშირად ამ ფრაზას. მან უპასუხა: “ეს უფლის მცნებაა, თუ მას აღასრულებთ საკმარისია . . .”

__ იაკობ ლევენი __

***

თომა სიმპსონი იყო უბრალო ჭის მთხრელი. მისმა უფროსმა ერთხელ უთხრა: “თომა მე მინდა მოგცე სხვა სამუშაო, უფრო მსუბუქი და ამასთან მეტად შემოსავლიანი.”

თომა დაფიქრდა და უთხრა: “ბატონო აქ არის ერთი ღარიბი ძმა პეტრე. მას არ შეუძლია ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება, როგორიც ჩემია. მეშინია, რომ ამ მძიმე სამუშაომ არ მოუსწრაფოს სიცოცხლე. თუ შეიძლება ის შემოთავაზებული საქმე მას მიეცი.”

__ იაკობ ლევენი __

***

ჩვენ გვიყვარს ისინი, რითაც ერთად ვართ ჩამოსხმულნი.

__ პროხანოვი __