2.1.54 Поклонение - преклонение, благоговейное восхваление

2.1.54 თაყვანისცემა

თაყვანისცემა შეიძლება იყოს აქტი:

- პატივისცემისა დაბ.23,7 გამ.18,7

- პირმოთნეობისა 2მფ.14,2-4

- მლიქვნელობისა 2მფ.15,5

- აღიარებისა 2ნეშ.24,17

- მოწიწებისა მათ.2,11

.

თაყვანისცემის ცრუ ონიექტები:

- ცრუ ღმერთები გამ.34,14

- ციური სხეულები რჯ.17,3; 4მფ.17,16

- ავი სულები რჯ.32,17

- კერპები ეს.44,15.17.19

- ქანდაკებები ფან.2,5-18

- ეშმაკი ლუკ.4,7

- ადამიანი საქ.10,25.26

- ქმნილება რომ.1,25

- ანგელოზები კოლ.2,18.23

- ანტიქრისტე გმცხ.13,4-13

.

ცრუთაყვანისცემის მაგალითები:

- ისრაელიანები 4მფ.21,3.21

- წარმართები რომ.1,25

- ზოგიერთი ქრისტიანი კოლ.2,18

- ქვეყნიერება 2თეს.2,3-12

.

ჭეშმარიტი თაყვანისცემა:

- ნაჩვენებია ეს.6,1-5

- გადმოცემულია ფს.94 - 100

- ნაუწყებია გმცხ.4,9-11

.

ღმერთისადმი თაყვანისცემა:

- ახსნილია იოან.4,20-24

- რეკომენდებულია 1ნეშ.16,29

- შეცვლილია 4მფ.21,3.21 რომ.1,25

- ნარწმუნებია დაბ.22,5; 3მფ.18,21-39

.

ქრისტეს სცეს თაყვანი:

- მოგვებმა მათ.2,2.11

- კეთროვანმა მათ.8,2

- მთავარმა მათ.9,18

- ქალმა მათ.15,25

- მოწაფეებმა მათ.28,17

- ზებედეს ძეთა დედამ მათ.20,20

- ბრმამ იოან.9,1.38

- მთელმა ქმნილებამ ფლპ.2,10.11

- ზეცაში, ტახტის წინაშე მყოფნი გმცხ.4,10.11

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

5. უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.

დაბადება 23

7 . წამოდგა აბრაამი და მიწამდე დაუკრა თავი იმ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.

გამოსვლა 18

7. და გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, თაყვანისცა და ეამბორა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.

გამოსვლა 34

14. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.

მეორე რჯული 17

3. წავა და ემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ: ან მზეს ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია;

მეორე რჯული 32

17. ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;

2მეფეთა 14

4. მივიდა თეკოაყელი დედაკაცი მეფესთან, პირქვე დაეცა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, მეფეო!”

2მეფეთა 15

5. წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.

3მეფეთა 18

39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!

4მეფეთა 17

16. მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;

4მეფეთა 21

3. ისევ ააგო გორაკები, მამამისმა ხიზკიამ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალს, გააკეთა აშერა, როგორც ახაბ ისრაელის მეფეს ჰქონდა გაშენებული; თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და ემსახურებოდა მათ.

1ნეშტთა 16

29. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.

2ნეშტთა 24

17. მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.

ფსალმუნი 94

6. მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.

ფსალმუნი 95

9. თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

ფსალმუნი 96

7. შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.

ფსალმუნი 97

6. რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.

ფსალმუნი 98

5. აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.

ფსალმუნი 99

4. შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.

ფსალმუნი 100

2. ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.

ესაია 6

3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!

ესაია 44

15. დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე.

დანიელი 2

5. როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა!

მათე 2

2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.

11. შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

მათე 8

2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

მათე 9

18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.

მათე 15

25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!

მათე 20

20. მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.

მათე 28

17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.

ლუკა 4

6. უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.

7. თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”

8. მიუგო იესომ პასუხად: "დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.

იოანე 4

20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.

21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.

22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.

23. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.

24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.

იოანე 9

38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.

საქმეები 10

25. პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.

26. პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.

რომაელთა 1

25. რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!

ფილიპელთა 2

10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,

11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

კოლასელთა 2

18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული,

2თესალონიკელთა 2

4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.

გამოცხადება 4

9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,

10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ:

11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.

გამოცხადება 13

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

------------------------

ესტებან მურილიოს ნახატი