3.48.46 Верой праведника спасутся другие

Быт.7,1; 18,24.28-32; 19,21; 1цар.7,9; 4цар.19,34 Пс.36,25; 105,23 Пр.11,10; 12,6.10; 15,29; 20,7; 29,2 Деян.11,14; 16,31; 1Пет.3,18; 2Пет.2,8 Евр.11,38-40

3.48.46 მართლის რწმენით გადარჩებიან სხვები

დაბ.7,1; 18,24.28-32; 19,21; 1მფ.7,9; 4მფ.19,34 ფს.36,25; 105,23 იგავ.11,10; 12,6.10; 15,29; 20,7; 29,2 საქ.11,14; 16,31; 1პეტ.3,18; 2პეტ.2,8 ებრ.11,38-40

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7

1. უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

დაბადება 18

24. ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო?

28. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”

29. განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.

30. კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.

31. კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.

32. თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.

დაბადება 19

21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. არ

1მეფეთა 7

9. აიყვანა სამუელმა ძუძუმწოვარი ბატკანი და მთლიანად აღავლინა იგი უფლისთვის სრულადდასაწველად; შეღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და ისმინა მისი უფალმა.

4მეფეთა 19

34. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.

ფსალმუნი 36

25. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.

ფსალმუნი 105

23. ამიტომ თქვა, რომ გაანადგურებდა მათ, მოსე, მისი რჩეული, რომ არ ჩამდგარიყო ნაპრალში მის წინაშე, რათა გაებრუნებინა მისი გამანადგურებელი რისხვა.

იგავნი 11

10. მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.

იგავნი 12

6. ბოროტეულთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად აქეზებენ, მართალთა ბაგეები კი იხსნიან მათ.

10. მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.

იგავნი 15

29. შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.

იგავნი 20

7. მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.

იგავნი 29

2. მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.

საქმეები 11

14. ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც.

საქმეები 16

31. მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

1პეტრე 3

18. რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

2პეტრე 2

8. რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.

ებრაელთა 11

38. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.

39. და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,

40. იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.