2.2.11. Бог унижает людское высокомерие

Исх.5,2,, 9,17.18,, 4цар.18,28.29.35.36,, 19,[22.28].37 Пс.2,1-4 Ис.2,11.12.17,, 5,24,, 10,15.16,, 14,13-15,, 30,11-15 Иез.28,2-9,, 29,3.4,, 38,4 Дан.5,20-23 Ам.4,1.2 Лук.1,51 Деян.9,4-6,, 1Кор.1,19.27-29,, 2Фес.2,8

Кого ты порицал и поносил? И на кого ты возвысил голос и поднял так высоко глаза свои? На Святаго Израилева! (4цар.19,22) 

За твою дерзость против Меня и за то, что надмение твое дошло до ушей Моих, Я вложу кольцо Мое в ноздри твои и удила Мои в рот твой, и возвращу тебя назад тою же дорогою, которою пришел ты. (4цар.19,28). 

Поникнут гордые взгляды человека, и высокое людское унизится; и один Господь будет высок в тот день.
12 Ибо грядет день Господа Саваофа на все гордое и высокомерное и на все превознесенное, - и оно будет унижено.(Ис.2,11.12). 

И падет величие человеческое, и высокое людское унизится; и один Господь будет высок в тот день. (Ис.2,17).

Явил силу мышцы Своей; рассеял надменных помышлениями сердца их. (Лук.1,51).

Он упал на землю и услышал голос, говорящий ему: Савл, Савл! что ты гонишь Меня?
5 Он сказал: кто Ты, Господи? Господь же сказал: Я Иисус, Которого ты гонишь. Трудно тебе идти против рожна.
6 Он в трепете и ужасе сказал: Господи! что повелишь мне делать? и Господь сказал ему: встань и иди в город; и сказано будет тебе, что тебе надобно делать. ( Деян.9,4-6). через Которого мы получили благодать и апостольство, чтобы во имя Его покорять вере все народы. (Рим.1,5). 

Ибо написано: погублю мудрость мудрецов, и разум разумных отвергну.(1Кор.1,19). 

но Бог избрал немудрое мира, чтобы посрамить мудрых, и немощное мира избрал Бог, чтобы посрамить сильное;
28 и незнатное мира и уничиженное и ничего не значащее избрал Бог, чтобы упразднить значащее,
29 для того, чтобы никакая плоть не хвалилась пред Богом. (1Кор.1, 27-29). 

2.2.11. ღმერთი განაქარებს კაცთა მედიდურებას

გამ.5,2,, 9,17.18,, 4მფ.18,28.29.35.36,, 19,[22.28].37 ფს.2,1-4 ეს.2,11.12.17,, 5,24,, 10,15.16,, 14,13-15,, 30,11-15 ეზ.28,2-9,, 29,3.4,, 38,4 დან.5,20-23 ამ.4,1.2 ლუკ.1,51 საქ.9,4-6,, 1კორ.1,19.27-29,, 2თეს.2,8 

 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლა 5

2. უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.

 

გამოსვლა 9

17. აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.

18. აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე.

 

4მეფეთა 18

28. დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა.

29. ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან.

35. რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?

36. დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.

 

4მეფეთა 19

22. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!

28. იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.

37. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა. 

 

ფსალმუნი 2

1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?

2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.

3. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.

4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.

 

ესაია 2

11. დამდაბლდება ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!

12. რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.

17. დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.

 

ესაია 5

24. როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.

 

ესაია 10

15. თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?

16. ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.

 

ესაია 14

13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.

14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!

15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.

 

ეზეკიელი 28

2. ადამის ძევ! უთხარი ტვიროსის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს.

3. აჰა, დანიელზე ბრძენი ხარ და არცერთი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი.

4. შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,

5. ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,

6. ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შენს გულს ღმერთის გულს უტოლებ,

7. ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შელახავენ შენს ბრწყინვალებას.

8. საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები.

9. თუ იტყვი, ღმერთი ვარო, შენი მკვლელის წინაშე, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი,

 

ეზეკიელი 29

3. ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.

4. ლაყუჩებში ჩანგლებს გაგიყრი, შენი მდინარეების თევზებს ქერეჭზე მოგაკრავ; ამოგიყვან შენი მდინარეებიდან და შენი მდინარეების ყველა თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული.

 

ეზეკიელი 38

4. გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს.

 

დანიელი 5

20. მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

21. მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.

22. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.

23. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.

 

ამოსი 4

1. ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო!

2. დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით.

 

ლუკა 1

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

 

საქმე მოციქულთა 9

4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?

5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 

6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.

 

1კორინთელთა 1

19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.

27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.

28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,

29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

 

2თესალონიკელთა 2

8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით.