3.18.6. Благословение детей

3.18.6. ბავშვების კურთხევა

დაბ.27,23.25-27-29; 48,9.13-20; 49,28 გამ.13,1.2.12.13.15 მსაჯ.17,2 მათ.19,13 მარ.10,13 ლუკ.18,15

ბიბლიის მუხლები

აკურთხა შვილი . . . მოგცეს ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხებელი შენი!

დაბ. 27,23.25-27-29

უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა [ეგვიპტეში]. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ . . . აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისააკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.

დაბ. 48,9.13-20

აკურთხა [შვილები] თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.

დაბ. 49,28

ასე უთხრა უფალმა მოსეს: წმიდა ჰყავთ ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი . . . განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე, ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.

გამ. 13,1.2.12.13.15

თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.

მსაჯ. 17,2

მათე 19

13. მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.

მარკოზი 10

13. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.

ლუკა 18

15. მიუყვანეს იესოს ჩვილები, რომ შეხებოდა მათ. მოწაფეებმა რომ დაინახეს, დაუშალეს.