3.36.14. Календарный пост

Лев.16,29; 23,27-29 Чис.29,7 Иер.36,6 Зах.7,2-5; 8,19 Деян.27,9

.

Когда Вефиль послал

Сарецера и Регем-

Мелеха и спутников

его помолиться пред

лицем Господа

И спросить у

священников, которые в

доме Господа Саваофа,

и у пророков, говоря:

"плакать ли мне в пятый

месяц и поститься, как я

делал это уже много

лет?"

И было ко мне слово

Господа Саваофа:

Скажи всему народу

земли сей и

священникам так: когда

вы постились и плакали

в пятом и седьмом

месяце, притом уже

семьдесят лет, для Меня ли вы постились?

для Меня ли?

И когда вы едите и

когда пьете, не для себя ли вы едите, не

для себя ли вы пьете?

19 так говорит Господь

Саваоф: пост

четвертого месяца и

пост пятого, и пост

седьмого, и пост

десятого соделается

для дома Иудина

радостью и веселым

торжеством; только

любите истину и мир. (3ах. 8, 19).

3.36.14. კალენდარული მარხვა

ლევ.16,29; 23,27-29 რიცხ.29,7 იერ.36,9 ზაქ.7,2-5; 8,19 საქ.27,[9]

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 16

29. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.

ლევიანნი 23

27. ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.

28. არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.

29. ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.

რიცხვნი 29

7. ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.

იერემია 36

9. იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელს ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.

ზაქარია 7

2. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცად.

3. რომ ეკითხათ ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისა და წინასწარმეტყველთათვის: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც მრავალი წლის მანძილზე ვიქცეოდიო?

4. და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი:

5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?

ზაქარია 8

19. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.

საქმენი მოციქულთა 27

9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:

__თემაზე წერდნენ__

***

ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირეი სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირე სარკუმელი და დაყო იგი. და იყო იგი ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით.

და ჰრქვა ვინმე პატიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ:

- ამათ წმიდათა მარხვათა ნურაე ეტყვი მას.

__ იაკობ ცურტაველი __

***

რაა ის "ძველი სტილი" და რაა ეს ახალი? ან ერთი ვაღიაროთ და დავაკალენდროთ, ან მეორეს მივდიოთ ერით, ბერით, ღვთით და კაცით.

25 დეკემბერს - ქრისტეშობის თვეს მთელი მსოფლიოს კათოლიკეებმა შობა იდღესასწაულეს. ჩვენ, მართლმადიდებლებს, 7 იანვარს გვითენდება ეს დიდებული დღესასწაული. საერო კალენდარი ახალი "სტილითაა" და საეკლესიო დღესასწაულები - "ჩვენით". თუმცა, კალენდარი, ძველიც და ახალიც, მათია. აბა, ჩვენი სადღაა, ხან აგვისტოში რომ ახალწლდებოდა და ხან გაზაფხულის დამდეგს. ოდესღაც შემოდგომის დამდეგსაც ვახალწლობდით. მერე იყო რომაულ კალენდარს ვიყენებდით და ვიყენებთ. მაგრამ გამოხდა ხანი, გადათვალ-გადმოთვალეს და ძველი თვითონ მათ უარყვეს. წელიწადში 365 დღეა და ყოველ მეოთხე წელიწადს 366. მაგრამ წლიდან წლამდე წუთებით და წამებით მაინც ამაზე მეტია და საუკნეების დრომ 13 დღე-ღამე დააგროვაო და გააახლეს. ჩვენთვის არც თავში უკითხავთ და არც ბოლოში. ჩვენ რომ იმათ ძველს ჩავაცივდით და მათივე ახალი არ ვინდომეთ - რას ნიშნავს?

გასაგებია, ძველი რომ ჩვენი იყოს და ვერ ველეოდეთ. ორივე იმ კაცისაა და რატომ ის ძველი გვინდა, რაც მას არ უნდა და იმისავე ახალი არა! გვიმტკიცებს: გასასწორებელი იყო და გავასწორე, რაიმე მოსაზრება კი არ მქონდა, სამყარო ღვთისგან ასეა მოწყობილი და იმაზე გამოვთვალეო, თვარა ასე რომ გავყვეთ, ოც საუკუნეში რომ 13 დღე-ღამეა სხვაობა, 200 საუკუნის მერე 130 დღე-ღამე დაგროვდება და 1 იანვარი 10 აპრილს გადაინაცვლებსო, და ის სხვაობა - 13 დაუმატა.

ჩვენი ახალი წელი 1 იანვარია, შობა შვიდშია - მძიმე მარხვაა... თუ მარხულობ და მარტვილობ, რაფერ იტაშფანდურებ, მწვადებს რანაირად ააშიშხინებ და დაცლილ ყანწს ფრჩხილზე როგორ დაირეკავ!

რა ვქნათ?

ქრისტე ქრისტეშობისთვეს იშვა და არა იანვარში.

საშობაოდ რომ მეალილოები ჩამოივლიან და გალობენ "25 დეკემბერსაო". თუ დეკემბერს იშვა, მაშინ სად ვიყავითო?! მაშინ გვემღერა, დაგვეწია 13 დღით კალენდარი უკან...

რატომ უნდა გვქონდეს საერო და საეკლესიო სხვადასხვა? რავა, ჩვენ, ერი და ბერი რწმენით მაინც ერთიანი არა ვართ?!

... და ის მოხდა, რაც ყველგან ხდება. ახალი წლის შუაღამით ქუთათურებმა მიმიწვიეს...

- მარხვაა. მარხვაში ღრეობა და გრიალ-გრიალი რაფერ იქნება მეთქი.

თავისი გაიტანეს, ხორაგით დაყურსულ სუფრასთან კინაღამ თავში დამსვეს. ერთი შეჩქვიფება მაინც შევჩქვიფდი, მაგრამ შემახსენეს - ახალი წელიაო! და ამ ახლის კალენდარიც თვალწინ ამიფრიალეს... დაბრაწული გოჭისკენ თვალი მაინც გამექცა... (ამისთანებმა დამაელმა, თორემ დაბადებით კი არ დამყოლია!) მიმიხვდნენ, და დამაშოშმინეს.. სამარხო გოჭიაო!

მოვიძუძგნეთ პირი გოჭ-ინდაურ-ქათმის ქონით, ზედაც ღორის ცხელ-ცხელ მწვადებს შამფურს კბილებით ვაცლიდით. შემინდოს უფალმა და თქვენც,მკითხველო, თუ ვცოდავ, თუკი "არა იციან, რასა იქმიან..."

__ ოტია იოსელიანი __