3.48.38 По имени знаеть своих Господь

3.48.38 სახელით იცნობს თავისებს უფალი

გამ.33,17; 35,30 რიცხ.1,5.17 რჯლ.34,10; 2მფ.7,9 ლუკ.10,20 იოან.10,3 საქ.9,10; 16,14; 18,7 გმცხ.3,5

ბიბლიის მუხლები

მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.

გამ.33,17

უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს.

გამ. 35,30

აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ . . . გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელებით ჩამოთვლილნი.

რიცხ. 1,5.17

და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი.

რჯლ. 34,10

ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.

2მფ.7,9

მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.

ლუკ.10,20

მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

იოან.10,3

ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!

საქ.9,10

ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.

საქ.16,14

იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.

საქ.18,7

მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.

გმცხ.3,5