3.46.8. Со страхом Божьим нам некого бояться

Быт.12,11-13,, 20,11,, 26,7,, 50,18.19,, 1цар.15,24,, 27,1.11,, 3цар.19,3,, 1Пар.5,20 Пс.117,6-9,, 124,1 Прит.29,[25] Ис.57,11 Матф.10,28,, 26,69-75 Ин.3,2,, 9,22.42,, 19,12.13 Гал.2,11-13,, 2Тим.4,16.17

**

Когда же он приближался к Египту, то сказал Саре, жене своей: вот, я знаю, что ты женщина, прекрасная видом;

12 и когда Египтяне увидят тебя, то скажут: это жена его; и убьют меня, а тебя оставят в живых;

13 скажи же, что ты мне сестра, дабы мне хорошо было ради тебя, и дабы жива была душа моя чрез тебя.( Быт.12,11-13).**Авраам сказал: я подумал, что нет на месте сем страха Божия, и убьют меня за жену мою;(Быт. 20,11). ** Жители места того спросили о жене его, и он сказал: это сестра моя; потому что боялся сказать: жена моя, чтобы не убили меня, думал он, жители места сего за Ревекку, потому что она прекрасна видом.(Быт.26,7). **Пришли и сами братья его, и пали пред лицем его, и сказали: вот мы рабы тебе.

И сказал Иосиф: не бойтесь, ибо я боюсь Бога. (Быт.50,18.19). ** И сказал Саул Самуилу: согрешил я, ибо преступил повеление Господа и слово твое; но я боялся народа и послушал голоса их; (1цар.15,24). **И сказал Давид в сердце своем: когда-нибудь попаду я в руки Саула, и нет для меня ничего лучшего, как убежать в землю Филистимскую; и отстанет от меня Саул и не будет искать меня более по всем пределам Израильским, и я спасусь от руки его. (1-я Царств, 27,1). ** И не оставлял Давид в живых ни мужчины, ни женщины, и не приводил в Геф, говоря: они могут донести на нас и сказать: "так поступил Давид, и таков образ действий его во все время пребывания в стране Филистимской ". (1-я Царств, 27,11). ** Увидев это, он встал и пошел, чтобы спасти жизнь свою, и пришел в Вирсавию, которая в Иудее, и оставил отрока своего там.( 3цар.19,3). ** И подана была им помощь против них, и преданы были в руки их Агаряне и все, что у них было, потому что они во время сражения воззвали к Богу, и Он услышал их, за то, что они уповали на Него.( 1Пар.5,20). ** Господь за меня - не устрашусь: что сделает мне человек?

7 Господь мне помощник: буду смотреть на врагов моих.

8 Лучше уповать на Господа, нежели надеяться на человека.

9 Лучше уповать на Господа, нежели надеяться на князей. ( Пс.117,6-9).

3.46.8. ღვთის შიშით აღარავისი შეგვეშინდება

ადამიანისადმი შიში ხაფანგია

დაბ.12,11-13,, 20,11,, 26,7,, 50,18.19,, 1მფ.15,24,, 27,1.11,, 3მფ.19,3,, 1ნეშ.5,20 ფს.117,6-9,, 124,1 იგ.29,[25] ეს.57,11 მათ.10,28,, 26,69-75 ინ.3,2,, 9,22,, 19,12.13 გალ.2,11-13,, 2ტიმ.4,16.17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12

11. როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.

12. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.

13. თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.

დაბადება 20

11. უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.

დაბადება 26

7. გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.

დაბადება 50

18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.

19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?

1მეფეთა 15

24. უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.

1მეფეთა 27

1. თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.

11. არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.

3მეფეთა 19

3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.

1ნეშტთა 5

20. მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.

ფსალმუნი 117

6. უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

7. უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.

8. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.

9. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.

ფსალმუნი 124

1. გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.

იგავნი 29

25. ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.

ესაია 57

11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.

მათე 10

28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

მათე 26

69. პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?

70. ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.

71. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.

72. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.

73. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.

74. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.

75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

იოანე 3

2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

იოანე 9

22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.

იოანე 19

12. ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.

13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა.

გალატელთა 2

11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;

12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.

13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.

2ტიმოთე 4

16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.

17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.

__თემაზე წერდნენ__

***

თუ ჩვენ მთელი გულით გვეშინია ღმერთის, შეგვიძლია აღარავისი აღარ გვეშინოდეს. როდესაც ვხედავ, როგორ ფრთხილად ეჭიდება ბავშვი მამის ძლიერ ხელს, შევიცნობ ამაში შიშის იმ სახეს, რომელიც შობს ნდობას.

შემოდგომით ჩემს მშობლიურ კაროლინაში წვიმების შემდეგ იყინება გორაკები და გზა-ბილიკები ისარკება. მახსენდება, ბავშვები სეირნობისას ეცემოდნენ, როცა ისინი ეჭიდებოდნენ ჩემს ხელს, აღარ ეშინოდათ, ხოლო მე მსიამოვნებდა მათი დაკავება. ჩვენი ზეციერი მამა გვთხოვს მივენდოთ მას და იგი დაგვეხმარება.

__ ბილი გრიმი __

***

თუ ღვთის შიში გვექნება, მაშინ ვერცერთი ადამიანი ვერ შეგვაშინებს, რაგინდ ძლევამოსილი არ უნდა იყოს იგი.

__ მაჰათმა განდი __

***

[ვინიციუსის სატრფო ქრისტიანი ლიგია ნერონის ბრძანებით ჩაგდებულია საპყრობილეში. ვინიციუსმა მოისყიდა მცველები რომ ავადმყოფი ლიგია როგორც მკვდარი გამოეტანათ, მაგრამ ვერ შესძლეს. ვინიციუსი იცმევს საპყრობილედან გვამების გამომტანის სამოსს და აღწევს შიგნით. მოსძებნის მას, ნახავს დასუსტებულსა და ტუნიკაზე დასვენებულს].

ვინიციუსი თვალცრემლიანი უცქეროდა ლიგიას. ბუნდოვანი სინათლის მიუხედავად, მისი გამხდარი, მარმარილოსფრად გაფითრებული ხელებისა და სახის გარჩევა შეიძლო. ტანჯვის მსგავსმა სიყვარულმა მოიცვა იგი, სიბრალულითა და პატივისცემით სავსე სიყვარულმა. მიწაზე დაემხო და ტუჩებით მოსასხამის კალთას მიეკრო, რაკი ამ მოსასხამზე მისთვის ძვირფასი არსება იწვა . . . ლიგიამ თვალები გაახილა, გახურებული ხელები ვინიციუსს გაუწოდა და უთხრა:

- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.

ვინიციუსმა ლიგიას ხელები ხან შუბლზე მიიკრა, ხან გულზე, მერე წამოაყენა და მკერდზე მიიყრდნო.

- მოველ ძვირფასო, - უთხრა მან, გფარავდეს და დაგიხსნას ქრისტემ!

მეტის თქმა ვერ შეიძლო, გულმა ტკენისა და სიყვარულისაგან კვნესა დაუწყო. მაინც კი არ უნდოდა ლიგიას წინაშე თავისი ტანჯვა გამოეთქვა.

- ავადა ვარ, მარკუს, - უთხრა ლიგიამ, - სულ ერთია, აქ იქნება თუ ასპარეზზე, უნდა კი მოვკვდე . . . ვილოცე, რომ სიკვდილის წინ მენახე, და მოხვედი კიდეც, შეისმინა ჩემი ვედრება ქრისტემ.

ვინიციუსი ჯერაც ვერ პოვებდა სიტყვებს, მხოლოდ გულზე იკრავდა ქალს. ლიგია კი განაგრძობდა:

- . . . ახლა მაცხოვარმა გონება დამიბრუნა, რომ ერთმანეთს გამოვეთხოვოთ. მარკუს, მე იმასთან მივდივარ, მაგრამ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები.

ვინიციუსმა თავს ძალა დაატანა, რათა ტკივილი დაეხშო და ლაპარაკი დაიწყო, ცდილობდა, დამშვიდებული კილო დაეჭირა.

- არა, ძვირფასო, შენ არ მოკვდები, მოციქულმა მიბრძანა, მწამდეს და აღმითქვა, ლიგიასთვის ვილოცებო . . .

- ჰოი, მარკუს, - მიუგო ლიგიამ, - თვითონ ქრისტემ შეღაღადა მამა ღმერთს, განრიდე ჩემგან თასი ესეო – მაინც სასმელი უნდა დაელია. თვითონ ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ახლა კიდევ მისი გულისთვის ათასობით იღუპებიან, რაღა მარტო მე უნდა დამინდოს? . . ჩვენთან რომ პრეტორიელები მოვიდნენ, მაშინ სიკვდილისა და ტანჯვისა მეშინოდა, ახლა კი აღარ მეშინია. შეხედე, როგორი საზარელია ეს საპყრობილე, მე კი ზეცას მივდივარ. იფიქრე, აქ არის კეისარი, იქ კი მაცხოვარი – კეთილი და მოწყალე, და რა არის სიკვდილი, შენ ხომ გიყვარვარ, მაშ მოიფიქრე, როგორი ბედნიერი ვიქნები. ჰოი, მარკუს, ძვირფასო, გახსოვდეს, რომ შენც იქ მოხვალ ჩემთან . . . ჩემზე არ იტირო და გახსოვდეს, რომ იქ შევხვდებით . . . მინდა ქრისტეს ვუთხრა, რომ თუმცა მე მოვკვდი, თუმცა შენ ჩემი სიკვდილი ნახე, თუმცა მწუხარე დაგტოვა, მაინც შენ ღმერთზე არ გიჩივლია, და იგი გიყვარს . . . აღმითქვი მარკუს!

ვინიციუსმა მთრთოლვარე ხელები მოხვია და უპასუხა:

- ვფიცავ შენს წმინდა თავს! აღთქმას ვდებ.

ლიგიას სახე გაუნათლდა. ერთხელ კიდევ ვაჟის ხელი ბაგეზე მიიდო და უჩურჩულა:

- შენი ცოლი ვარ!

__ ჰენრიკ სენკევიჩი __