4.15.10. Детей дает Бог

Быт.48,9 Иов.1,[2] Пс.126,3-5; 127,3

Бог благословит потомством Быт.1,28; 9,1 Втор.10,22; 30,9; 1цар.2,5

.

Это сыновья мой, которых Бог дал мне /быт.48,9/

4.15.10. შვილებს ღმერთი იძლევა

დაბ.48,9 იობ.1,[2] ფს.126,3-5; 127,3

ღმერთი გვაკურთხებს შთამომავლობით დაბ.1,28; 9,1 რჯ.10,22; 30,9; 1მფ.2,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

დაბადება 9

1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.

დაბადება 48

9. უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.

მეორე რჯული 10

22. სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს.

მეორე რჯული 30

9. გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.

1მეფეთა 2

5. მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.

იობი 1

2. ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული. =4.15.10.

ფსალმუნი 126

3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.

4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.

5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

ფსალმუნი 127

3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.

4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.