3.49.29. Не взываем: Когда же Бог, когда?

Господь знает когда и в чем нуждаемся. Мы планируем и с терпением уповаем, чтобы Бог направлял наши шаги **

** Исх.13,17 Пс.30,16 Прит.3,5.6,, 16,9,, 20,24 Екк.3,1 Авв.2,3 Ин.15,5 Иак.1,4.21,, 1Пет.5,5.6 Гал.5,22.23 

3.49.29. ნუ ვიკითხავთ: „როდისღა ღმერთო, როდის?“

- უფალი არ გვატარებს მოკლე და პირდაპირი გზით, მან იცის რა გზა არის უკეთესი ჩვენთვის გამ.13,17

- მას უნდა მივანდოთ ჩვენი დრო და ის გაგვისწორებს სავალს ფს.30,16 იგ.3,5.6,, 16,9,, 20,24 ეკლ.3,1

- ნუ ვიჩქარებთ, ღმერთი არ იგვიანებს აბაკ.2,3

- დავრჩეთ მასში, მის ნებაში ინ.15,5

- უფალმა იცის, რა და როდის გვესაჭიროება. ჩვენ ვგეგმავთ და ველოდებით უფალმა წარმართოს ჩვენი ნაბიჯები. მოთმინება სრულყოფილი უნდა გვქონდეს იაკ.1,4.21 გალ.5,22.23

- დავმდაბლდეთ ღვთის მტკიცე ხელქვეშ 1პეტ.5,5.6

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13

17. როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო.

ფსალმუნი 30

16. შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.

იგავნი 3

5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.

6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.

იგავნი 16

9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.

იგავნი 20

24. უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?

ეკლესიასტე 3

1. ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.

აბაკუმი 2

3. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.

იოანე 15

5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

იაკობი 1

4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.

1პეტრე 5

5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.

6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.