4.17.20 Как реагировать на критику

Когда кто-то насмехается над нами,или провоцирует нас,мы не видим в этом цели Бога для нас и не понимаем почему Бог позволяет этому происходить.Не будьте слишком быстро обиженными,Бог сам докажет ваше служение и вашу ценность в Его глазах.

4.17.20 რეაქცია კრიტიკაზე

ადამიანი მიმართავს

- გადაბრალებას დაბ.3,11-13

- შეპასუხებას 1მფ.17,28.29

- მონანიებას 2მფ.12,13

- დაფიქრებას, ღმერთის ნება ხომ არ არის 2მფ.16,9-13

- ღმერთს მინდობას ფს.140,5

- შეგონებად მიღებას იგავ.10,17

- ტკბილ პასუხს იგავ.15,1.2

- მოყვრად მიიჩნევს იგავ.27,6

- ცდილობს იცხოვროს ისე, რომ ბრალი ვერავინ დასდოს დან.6,4 ტიტ.2,7.8

- უყვარს მტერიც და მაწყევარიც, ლოცულობს მათთვის მათ.5,44-47 ლუკ.6,26-29

- არ განიკითხავს მათ.7,1-5 იაკ.4,11.12 რომ.2,3; 14,1-4; 1კორ.4,2-5 გალ.5,15.16 კოლ.2,16

- ამხილებს პირისპირ და არა ზურგს უკან მათ.18,15

- დუმს ცრუმოწმეთა წინაშე 1მფ.10,27 მათ.26,59-64

- ერიდება დავა-კამათს ტიტ.3,9.10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

11. "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”

12. უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.

13. უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.

1მეფეთა 10

27. უღირსი ხალხი კი ამბობდა: როგორ გვიხსნისო ეგ კაცი? შეიძულეს, არც პატივი მიაგეს და არც ძღვენი მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.

1მეფეთა 17

28. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.

29. შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”

2მეფეთა 12

13. და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!

2მეფეთა 16

9. უთხრა მეფეს აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "რად უნდა წყევლიდეს ეს მკვდარი ძაღლი მეფეს, ჩემს ბატონს? გამიშვი, რომ თავი წავაცალო”.

10. მიუგო მეფემ: "რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”

11. უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: "აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!

12. ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.

13. მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.

ფსალმუნი 140

5. დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს რჩეული ზეთია ჩემი თავისათვის, არ ავნებს ჩემს თავს, რადგან ჩემი ლოცვა მუდამ ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.

იგავნი 10

17. შეგონებათა დამცველი სიცოცხლის გზით დადის, მისი უკუმგდებელი კი გზააბნეული დაეხეტება.

იგავნი 15

1. ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.

2. ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.

იგავნი 27

6. მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.

დანიელი 6

4. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

მათე 5

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

46. რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

47. და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?

მათე 7

1. "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.

2. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.

3. რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4. ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

მათე 18

15. ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.

მათე 26

59. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,

60. და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი

61. და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.

62. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”

63. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”

64. უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

ლუკა 6

26. ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.

27. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.

28. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.

29. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.

იაკობი 4

11. ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.

12. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

რომაელთა 2

3. შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?

რომაელთა 14

1. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.

2. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.

3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.

4. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.

1კორინთელთა 4

2. მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს.

3. ჩემთვის კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თქვენ განმიკითხავთ თუ ადამიანთა სამსჯავრო; მე თვითონაც არ განვიკითხავ საკუთარ თავს.

4. თუმცა არაფერში მამხელს სინდისი, ამით მაინც არ ვმართლდები, რადგან უფალია ჩემი განმსჯელი.

5. ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

გალატელთა 5

15. მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.

16. აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

კოლასელთა 2

16. ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.

ტიტე 2

7. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,

8. სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.

ტიტე 3

9. სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.

10. განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,

__თემაზე წერდნენ__

***

კრიტიკა - "გარჩევის ხელოვნება"

1. განსჯა, განხილვა ღირსებისა და ნაკლის გამოსარკვევად, შეფასების მიზნით.

2. უარყოფითი მსჯელობა რისამე შესახებ, ნაკლოვანებებზე მითითება.