2.3.16. Помaзaнник - Иисус Христос

1цар.2,[10].35,, 12,3 Пс.2,2.6,, 22,5; 27,8 Ис.61,1 Лук.4,18 Деян.4,27; 10,38 Евр.1,[9]

** Господь сотрет

препирающихся с Ним; с

небес возгремит на них.

Господь будет судить

концы земли, и даст

крепость царю Своему

и вознесет рог

помазанника Своего.

И поставлю Себе

священника верного; он

будет поступать по

сердцу Моему и по

душе Моей; и дом его

сделаю твердым, и он

будет ходить пред

помазанником Моим во

все дни; (1-я Цaрств, 2, 10, 35)

***

"Церковь

сосредотачивала

особую любовь на своем

Помазаннике, как

возлюбленном,отрасли

Давида, женихе

церковном". Прот.Сергей

Булгаков

2.3.16. ცხებული - იესო ქრისტე

1მფ.2,[10].35; 12,3 ფს.2,2.6; 22,5; 27,8 ეს.61,1 ლუკ.4,18 საქ.4,27,, 10,38 ებრ.1,[9]

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2

10. უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.=2.3.16

35. დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.

1მეფეთა 12

3. აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.

ფსალმუნი 2

2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.

6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.

ფსალმუნი 22

5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.

ფსალმუნი 27

8. უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.

ესაია 61

1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

ლუკა 4

18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,

საქმე მოციქულთა 4

27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.

საქმე მოციქულთა 10

38 როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.

ებრაელთა 1

9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“.