4.18.13 Не спорьте, не кричите

4.18.13 ნუ იდავებთ, იკამათებთ, იყვირებთ

გამ.23,2 იგავ.15,18; 17,14; 18,6.18; 22,10; 26,20 ეკლ.9,17 რომ.14,1.19; 1კორ.3,3; 11,16 ეფ.4,1; 1ტიმ.1,4; 6,4.5; 2ტიმ.2,23-25 ტიტ.2,9; 3,9

- მიბაძეთ ქრისტეს ეს.42,2 მათ.12,19

- დავა-კამათის შემთხვევები იოან.3,25 საქ.15,2; 23,7; 1კორ.1,11; 6,1

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23

2. უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.

იგავნი 15

18. ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.

იგავნი 17

14. წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.

იგავნი 18

6. ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.

18. წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.

იგავნი 22

10. გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.

იგავნი 26

20. შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.

ეკლესიასტე 9

17. ბრძენის მიერ მშვიდად ნათქვამი სიტყვები სჯობს, ბატონის ყვირილს ბრიყვთა შორის.

ესაია 42

2. არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.

მათე 12

19. არ იდავებს და არ იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.

იოანე 3

25. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.

საქმეები 15

2. პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.

საქმეები 23

7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.

რომაელთა 14

1. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.

19. მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.

1კორინთელთა 1

11. რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.

1კორინთელთა 3

3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?

1კორინთელთა 6

1. როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?

1კორინთელთა 11

16. და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.

ეფესელთა 4

1. ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

1ტიმოთე 1

4. ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.

1ტიმოთე 6

4. ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,

5. ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

2ტიმოთე 2

23. სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.

24. მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

25. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,

ტიტე 2

9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,

ტიტე 3

9. სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.

__თემაზე წერდნენ__

***

ერიდე დავას მოლაყბეებთან.

__ კატონ უფროსი __

***

ამაო საუბრებს აყოლა პირდაპირი გზაა უჯერო საქმეებისაკენ.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავსდება, იწყება ყვირილი.

__ ლეონარდო და ვინჩი __

***

თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრივ შევხედავთ საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმდებათ: მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არედან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან. შესაძლოა, ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანს, თავისი ბუნებით, არ შეუძლია ერთბაშად აღიქვას და ყოველმხრივ გაიაზროს საგანი; მაგრამ თუ აღიქვამს (სულერთია, რა მხრივ აღიქვამს), ყოველთვის სწორად აღიქვამს მას, რადგან აღქმის ყოველი მონაცემი, გრძნობის ყოველი მოწმობა მისთვის ეჭვმიუტანელია.

__ ბლეზ პასკალი __

***

გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას. და სულელს ნუღარ ეკამათები.

__ პუშკინი __

***

ბრაზი და რისხვა ყველგან უადგილოა, მით უმეტეს მართალ საქმეში, რასაც ამღვრევს და ჩრდილავს.

__ გოგოლი __

***

არასოდეს აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში, თუ აღიარებთ, რომ რაღაც შეგეშალათ. ასე რომ, დათმეთ კამათი და უბიძგეთ თანამოსაუბრეს ობიექტურობისა და გულწრფელობისკენ. შეიძლება იმანაც იფიქროს, რომ თვითონ ცდება.

__ დეილ კარნეგი __

***

სოკრატეს საიდუმლო. საუბარს ნუ წამოიწყებთ იმით, რაზეც საპირისპირო შეხედულებები გაქვთ. თავიდანვე ხაზი გაუსვით ასპექტებს, რომელთა მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გაქვთ. ეცადეთ რამდენჯერმე გაიმეოროთ, რომ ორივეს ერთნაირი მიზანი გამოქმედებთ, თუმცა სხვადასხვა მეთოდებს იყენებთ. ეცადეთ, რომ შეკითხვებზე თავიდანვე გიპასუხონ “დიახ” და არა “არა”. ადამიანს თუ ერთი წამოცდა არა, მერე თავმოყვარეობის საქმედ თვლის ნათქვამის დაცვას. შეიძლება მიხვდეს კიდეც, რომ “არა” არ უნდა ეთქვა, მაგრამ თავმოყვარეობას უფრთხილდება. აი, რატომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა თავიდანვე დადებით პასუხს. დახელოვნებულ ორატორს შეუძლია მოსაუბრეს თავიდანვე მხოლოდ “დიახ” აპასუხებინოს და მსმენელის გონებაში მიმდინარე ფსიქოლოგიური პროცესი სასურველი გზით წარმართოს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს პროცესი სავსებით ნათელია. ადამიანი, როცა მტკიცედ აცხადებს “არა”-ს, უბრალოდ სამ ბგერას არ წარმოთქვამს. ეს გაცილებით მეტს ნიშნავს. მთელი ორგანიზმი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ნერვული სისტემა, კუნთები აქტიური საწინააღმდეგო მოქმედებისთვის ემზადება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი გარბოდეს და რაღაცას თავიდან იცილებდეს. მთელი მისი ნერვულ-კუნთოვანი სისტემა საპასუხო დარტყმისთვის ემზადება. “დიახ”-ის წარმოთქმისას კი ადამიანის ორგანიზმში არავითარი საწინააღმდეგო პროცესი არ იწყება. მისი ორგანიზმი განწყობილია კვერი დაგიკრათ, დაგეთანხმოთ. ამიტომ, რაც უფრო მეტ “დიახ”-ს ათქმევინებთ თანამოსაუბრეს, მით უფრო მეტად გაგიადვილდებათ მისი დაყოლიება.

ეს მეთოდი, “დადებითი პასუხების მეთოდი” ძალზე მარტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის ახსოვს! ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი საკუთარი მნიშვნელობის გრძნობას იძენს, როცა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს. რადიკალური შეხედულების მქონე ადამიანი კონსერვატორ კოლეგებს რომ შეხვდება, მოუთმენლობას იჩენს, თითქოს ეჩქარება მათი გაცოფება! მერედა, რას იგებს ამით? თუ უბრალო სიამოვნებისთვის სჩადის ამას, კიდევ ეპატიება, მაგრამ თუ ჰგონია, რომ რაიმეს მიაღწევს, ძალიან ცდება. არაფერი სცოდნია ფსიქოლოგიაში.

თუ სტუდენტს (პაციენტს, კლიენტს, შვილს, ცოლს, ქმარს) თავიდანვე “არა” აპასუხებინეთ, მაშინ დიდი მოთმინება და ბრძნული ცდა დაგჭირდებათ ამ “არას” გადათქმევინებისთვის.

როგორი იყო სოკრატეს მეთოდი? უთქვამს თუ არა ოდესმე ვინმესთვის, მართალი არა ხარო? ო, არა, არასოდეს ასეთი პასუხისთვის ის მეტისმეტად ბრძენი გახლდათ. მისი მიდგომა ეფუძნებოდა დადებითი პასუხის მიღებას. ის ისეთ კითხვებს იძლეოდა, რომელიც ოპონენტს აიძულებდა მხოლოდ “დიახ” ეთქვა. ასე თანდათან ახერხებდა საკუთარი სიმართლის სხვისგან აღიარებას. ის იქამდე განაგრძობდა შეკითხვებს, სანამ ოპონენტი იმ დასკვნამდე არ მივიდოდა, რომელსაც ორიოდ წუთის წინ სასტიკად ებრძოდა და განაქიქებდა. ამის შემდეგ, როცა სული გვძლევს ვინმეს ვუთხრათ, რომ არ არის მართალი, მოდით, გავიხსენოთ ფეხშიშველი სოკრატე და მშვიდად დავუსვათ ისეთი შეკითხვა, რომელზეც აუცილებლად დადებითად გვიპასუხებენ.

__ სოკრატეს შესახებ დეილ კარნეგი __

***

ადამიანი როცა ვინმეს დათანხმებას ცდილობს, მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ეს შეცდომაა, რომელიც ბევრს ძვირი უჯდება. სხვასაც მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. მას ხომ უკეთესად ეცოდინება თავისი საქმეც და პრობლემებიც. თქვენ მხოლოდ კითხვები იკმარეთ. კითხვებით ბევრ რამეს შეიტყობთ.

როცა ადამიანს რამეზე არ ეთანხმებით, ერთი სული გაქვთ მას სიტყვა გააწყვეტინოთ, ეს სახიფათო გზაა. ის მაინც ვერ მოგისმენთ, სანამ არ ამოთქვამს თავის სათქმელს. აღიჭურვეთ მოთმინებით და ბოლომდე მოუსმინეთ. მიეცით საშუალება ბოლომდე დაწვრილებით გადმოგცეთ თავისი აზრი.

ჭეშმარიტება ქადაგებს, რომ ახლო მეგობრებსაც კი ურჩევნიათ თავიანთ მიღწევებზე გელაპარაკონ, ვიდრე ჩვენი მოისმინონ.

__ დეილ კარნეგი __