4.17.15 Запрети чужеземцам среди израильтян

4.17.15 უცხოტომელთა შემზღუდველი რჯულის წესები ისრაელიანთა შორის

გამ.12,43; 21,8 ლევ.22,10; 25,45 რჯ.14,21; 15,3; 17,5; 23,3.20 ნეემ.13,1.3

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12

43. და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: „აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.

გამოსვლა 21

8. თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.

ლევიანნი 22

10. უცხომ არ უნდა ჭამოს წმიდა; არც მღვდლის ხიზანმა ან მოჯამაგირემ ჭამოს წმიდასგან.

ლევიანნი 25

45. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი.

მეორე რჯული 14

21. არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.

მეორე რჯული 15

3. უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი – აპატიე.

მეორე რჯული 17

5. ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე.

მეორე რჯული 23

3. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,

20. უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

ნეემია 13

1. იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,

3. და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.