3.32.8. Возложение руки при принятия Духа

Втор.34,9

3.32.8. ხელდასხმა სულიწმიდის მიღებისას

რიცხ.27,18-20 რჯ.34,[9] საქ.8,17-19; 1ტიმ.4,14

P.S. დამატებით

- ღმერთი იღებს სულის ნაწილს მოსესგან და მოაფენს სხვებზეც რიცხ.11,17

- ღმერთი ანიჭებს სოლომონს ბრძენ და გონიერ გულს 3მფ.3,9.12

- ივანებს სიბრძნის და გონიერების სული იესო ქრისტეზე ეს.11,2

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 11

17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.

რიცხვთა 27

18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.

19. დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ.

20. უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.

მეორე რჯული 34

9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

3მეფეთა 3

9. მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?

12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.

ესაია 11

2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.

საქმენი მოციქლთა 8

17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ

19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.

1ტიმოთე 4

14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.