4.21.4. Благовестник обличает и призывает мир ко Христу

Лук.16,27-31 Ин.12,48-50 Деян.2,37-40,, 17,16,, 20,21-25,, 24,24-27 Иак.4,4,, 1Кор.2,1.2,, 11,17-22,, 2Кор.5,10.11 Гал.1,10,, 5,11,, 1Фес.1,9.10,, 2,4,, 2Тим.4,2-5 Евр.10,24.25

**

Тогда сказал он: так прошу тебя, отче, пошли его в дом отца моего,

28 ибо у меня пять братьев; пусть он засвидетельствует им, чтобы и они не пришли в это место мучения.

29 Авраам сказал ему: у них есть Моисей и пророки; пусть слушают их.

30 Он же сказал: нет, отче Аврааме, но если кто из мертвых придет к ним, покаются.

31 Тогда Авраам сказал ему: если Моисея и пророков не слушают, то если бы кто и из мертвых воскрес, не поверят. (Лук.16,27-31). **Отвергающий Меня и не принимающий слов Моих имеет судью себе: слово, которое Я говорил, оно будет судить его в последний день.

49 Ибо Я говорил не от Себя; но пославший Меня Отец, Он дал Мне заповедь, что сказать и что говорить.

50 И Я знаю, что заповедь Его есть жизнь вечная. Итак, что Я говорю, говорю, как сказал Мне Отец. (Ин.12,48-50). ** Услышав это, они умилились сердцем и сказали Петру и прочим Апостолам: что нам делать, мужи братия?

38 Петр же сказал им: покайтесь, и да крестится каждый из вас во имя Иисуса Христа для прощения грехов; и получите дар Святаго Духа.

39 Ибо вам принадлежит обетование и детям вашим и всем дальним, кого ни призовет Господь Бог наш.

40 И другими многими словами он свидетельствовал и увещевал, говоря: спасайтесь от рода сего развращенного.(Деян.2,37-40). ** В ожидании их в Афинах Павел возмутился духом при виде этого города, полного идолов. (Деян. 17,16). **Возвещая Иудеям и Еллинам покаяние пред Богом и веру в Господа нашего Иисуса Христа.

22 И вот, ныне я, по влечению Духа, иду в Иерусалим, не зная, что там встретится со мною;

23 только Дух Святый по всем городам свидетельствует, говоря, что узы и скорби ждут меня.

24 Но я ни на что не взираю и не дорожу своею жизнью, только бы с радостью совершить поприще мое и служение, которое я принял от Господа Иисуса, проповедать Евангелие благодати Божией.

25 И ныне, вот, я знаю, что уже не увидите лица моего все вы, между которыми ходил я, проповедуя Царствие Божие. (Деян. 20,21-25). **Через несколько дней Феликс, придя с Друзиллою, женою своею, Иудеянкою, призвал Павла, и слушал его о вере во Христа Иисуса.

25 И как он говорил о правде, о воздержании и о будущем суде, то Феликс пришел в страх и отвечал: теперь пойди, а когда найду время, позову тебя.

26 Притом же надеялся он, что Павел даст ему денег, чтобы отпустил его: посему часто призывал его и беседовал с ним.

27 Но по прошествии двух лет на место Феликса поступил Порций Фест. Желая доставить удовольствие Иудеям, Феликс оставил Павла в узах. (Деян.24,24-27). **Прелюбодеи и прелюбодейцы! не знаете ли, что дружба с миром есть вражда против Бога? Итак, кто хочет быть другом миру, тот становится врагом Богу. (Иак.4,4). **И когда я приходил к вам, братия, приходил возвещать вам свидетельство Божие не в превосходстве слова или мудрости,

2 ибо я рассудил быть у вас незнающим ничего, кроме Иисуса Христа, и притом распятого. (1Кор.2,1.2). ** Но, предлагая сие, не хвалю вас, что вы собираетесь не на лучшее, а на худшее.

18 Ибо, во-первых, слышу, что, когда вы собираетесь в церковь, между вами бывают разделения, чему отчасти и верю.

19 Ибо надлежит быть и разномыслиям между вами, дабы открылись между вами искусные.

20 Далее, вы собираетесь, так, что это не значит вкушать вечерю Господню;

21 ибо всякий поспешает прежде других есть свою пищу, так что иной бывает голоден, а иной упивается.

22 Разве у вас нет домов на то, чтобы есть и пить? Или пренебрегаете церковь Божию и унижаете неимущих? Что сказать вам? похвалить ли вас за это? Не похвалю. (1-я Кор.11,17-22). ** ибо всем нам должно явиться пред судилище Христово, чтобы каждому получить соответственно тому, что он делал, живя в теле, доброе или худое.

11 Итак, зная страх Господень, мы вразумляем людей, Богу же мы открыты; надеюсь, что открыты и вашим совестям. (2Кор.5,10.11). ** У людей ли я ныне ищу благоволения, или у Бога? людям ли угождать стараюсь? Если бы я и поныне угождал людям, то не был бы рабом Христовым. ( Гал.1,10), ** За что же гонят меня, братия, если я и теперь проповедую обрезание? Тогда соблазн креста прекратился бы. (Гал. 5,11). **Ибо сами они сказывают о нас, какой вход имели мы к вам, и как вы обратились к Богу от идолов, чтобы служить Богу живому и истинному

10 и ожидать с небес Сына Его, Которого Он воскресил из мертвых, Иисуса, избавляющего нас от грядущего гнева. (1Фес.1,9.10) ** но, как Бог удостоил нас того, чтобы вверить нам благовестие, так мы и говорим, угождая не человекам, но Богу, испытующему сердца наши. (1Фес. 2,4). ** проповедуй слово, настой во время и не во время, обличай, запрещай, увещевай со всяким долготерпением и назиданием.

3 Ибо будет время, когда здравого учения принимать не будут, но по своим прихотям будут избирать себе учителей, которые льстили бы слуху;

4 и от истины отвратят слух и обратятся к басням.

5 Но ты будь бдителен во всем, переноси скорби, совершай дело благовестника, исполняй служение твое. (2Тим.4,2-5). ** Будем внимательны друг ко другу, поощряя к любви и добрым делам.

25 Не будем оставлять собрания своего, как есть у некоторых обычай; но будем увещевать друг друга, и тем более, чем более усматриваете приближение дня оного. (Евр.10,24.25).

4.21.4. მახარებელმა უნდა ამხილოს ქვეყანა ურწმუნოებაში და მოუხმოს ქრისტესთან

ვქადაგებთ არა კაცთა საამებლად

საქ.2,37-40,, 17,16-23,, 20,21-25,, 24,24.25,, 1კორ.2,1.2,, 11,22,, 2კორ.5,11 გალ.1,10,, 5,11,, 1თეს.1,9.10,, 2,4,, 2ტიმ.4,2-5

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 2

37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?

38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.

40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.

საქმენი მოციქულთა 17

16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.

17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.

18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?

20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?

21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.

22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.

23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.

საქმენი მოციქულთა 20

21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

22. და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა.

23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.

24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.

25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.

საქმენი მოციქულთა 24

24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.

25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.

1კორინთელთა 2

1. ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;

2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.

1კორინთელთა 11

22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ.

2კორინთელთა 5

11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.

გალატელთა 1

10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.

გალატელთა 5

11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.

1თესალონიკელთა 1

9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,

10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.

1თესალონიკელთა 2

4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.

2ტიმოთე 4

2. იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით,

3. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას,

4. ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან.

5. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება.

__თემაზე წერდნენ__

***

საგანგაშო ზარს ენა თამამი უნდა ჰქონდეს.

__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***

როდესაც ვეუბნები მათ, რომ არ იციან ლოცვა იმიტომ, რომ ღვთის შვილები არ არიან, მპასუხობენ, ჩვენ ხომ “ეკლესიურნი” ვართ ქრიტიანები. ჩვენ შობადღეს დავდივართ ეკლესიაშიო. მათზე ერთერთმა მქადაგებელმა თქვა: “ისინი მონათლული კურდღლები არიან”. როდესაც მას ჰკითხეს, რას უნდა ნიშნავდეს ეს, მან უპასუხა: “რომ დავიჭიროთ კურდღელი და შევთავაზოთ ნათლობა, ის მაინც ისევ გაიქცევა მინდორში. ასევე ისინი: ნათლობის შემდეგ ისევ ქვეყნიერებისკენ გარბიან”

__ ვილჰელმ ბუში __

***

- როგორ დაახასიათებთ დღევანდელ ვითარებას საქართველოში? – ჟურნ. კობა ბრეგაძე.

- შეგახსენებთ ქრისტეს სიტყვებს: “კეისარს-კეისრისა, ხოლო ღმერთს-ღვთისა.” ქართველების მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ფასეულობასაც, რაც ღვთის მარადიული კუთვნილებაა, კეისარს სწირავენ და ემონებიან მას მატერიალურადაც . . . როდესაც იოანე ნათლისმცემელმა ამხილა ჰეროდე ცოდვაში, მას არც მისი ტახტი აინტერესებდა და არც მის პოლიტიკურ მმართველობაზე ჰქონდა რაიმე პრეტენზია, უბრალოდ, იგი იყო ნათელი და ნათელი მოჰფინა სიბნელეს, და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საქართველოს მართლმადიდებლობის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც ეთაყვანებიან ამ წმინდანებს და აღნიშნავენ მის დღესასწაულებს, უბედურების ქარცეცხლში თვალებს ხუჭავენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და ავიწყდებათ, რომ არც იოანე ნათლისმცემელი იყო პოლიტიკოსი, თავი კი გასწირა. მათი მსგავსნი მთელ თავის ცხოვრებაში დახუჭობანას თამაშობენ და ერთდროულად უღიმიან როგორც ცხვრებს, ასევე მგლებს . . . და ასეთი ფარისევლური მოქმედების შედეგად საქართველოში მყოფმა გველებმა და ღორებმა ადამიანურ ენაზე დაიწყეს მეტყველება და საკუთარი თავი გვირგვინით შეიმკეს, ამიტომაც მათ ძალაუფლებას დაუმორჩილეს ისეთი ძვირფასი სიტყვები, როგორიც არის იმედი, რწმენა და სიყვარული. ყოველივე ამის შემდეგ გაუფასურდა და დასამარდა ქართულ ბუნებაში ყველაზე ძვირფასი სულიერი ფასეულობები, რის შედეგადაც უბედურებათა ტალღებმა იზეიმეს გამარჯვება მთელ საქართველოში. ასე რომ, მარტო ანაფორის ჩაცმა და წვერის მოშვება არც ქრისტიანობაა და არც ჭეშმარიტება. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ძირითადად ქართული ეკლესიის პოზიცია ძალიან ერწყმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციას, რაც ასე შეიძლება დავაკონკრეტოთ: თქვენ უნდა იწვალოთ, იტანჯოთ, თუ საჭირო იქნება, სიცოცხლე გაწიროთ ჩვენი გულისთვის, რათა, ჩვენ, როგორც რჩეულებმა, გავიხანგრძლივოთ ჩვენი წუთიერი ყოფა, ხოლო თქვენ სამარეში შეგიძლიათ ჩაიყოლოთ ნუგეში, რომ საქართველო გაბრწყინდება . . . მე გაცნობებთ – გაბრწყინდება, ოღონდ თქვენს გარეშე!

ჩვენს ქვეყანაში ადამიანს ძაღლის ფასადაც არ აგდებენ და იცით, რატომ? – თვითონ არიან გაძაღლებულნი! გაუგიათ რა, რომ გველი ბრძენი არსებაა, სულ ხოხავენ, ხოლო იმ სიბნელეში, სადაც არ გასდით სისინი – იღრინებიან; ამიტომაც გველურია მათი სიბრძნე და ძაღლურია მათი არაადამიანური ძალაუფლება. საუბედუროდ, საქართველოში დღეს ისევ სისხლიანი ღრუბელი ჩამოწვა და ყოველი ჩამოვარდნილი წვეთი ახალ სადაოს წარმოშობს მგლოვიართათვის, ხოლო ის სახელმოხვეჭილი გაიძვერა, რომელიც სისხლიან წვეთებს ბუნების გარდაუვალ მოვლენად მიიჩნევს და ხელდაკრეფილი ელოდება; როდის ამოვარდება ქარი, რათა გამოდარება საკუთარ თავს მიაწეროს – გველია! . .

__ ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის ეპოქის შესახებ ფილოსოფოსი ზურა შიოლაშვილი __

--------------------

ნუ იქნები მუნჯი ეჟვანი მაშინ, როცა დრო გახმიანებს; ნურც ქანდაკი, როცა სულიერი სატკივარი, ითხოვს თქმას მტკიცეს; ნუ წაუყრუებ, თქვი, და თქვი. ოსტატურად და არა ლუღლუღით.

მ.ბ.

მხსნელის სული საყდრის კარზე ღამის მთევლებთან

ღამის მთევლები საყდრის კარზე მოღრეობენი, ართუ მლოცველნი,

და თუ მლოცველნი მხოლოდ მთხოვარნი, ართუ ცოდვის კურცხლის მთოველნი.

კურატის ბეჭში სანთლის შუქზე მჩხიბვლის მყურენი –

წლის უხვ მოსავლის, მშვიდობის და კარგის მსურენი.

არ იაზრებენ უფლის ჯვარცმას უცნობ ღვთაების გაურკვეველ შიშში ჰგიებენ,

მაგრამ უშიშრად მათი ენა იმას ამოსთქვამს, უგულისხმობით, რასაც ინებენ ...

სადაა სიხარული, ხარება ხსნისა – ჰგონებენ მათგან ითხოვს ის საკლავს.

და ჰა, უეცრად –

სიყვარულის და მშვიდობის სული ჩამოიმართა ციდან იმ ალაგს.

განათდა არე და შიში მათი გამოკიანთდა ...

- ნუ გეშინიათ, ღამისმთევლებო, ხსნა გულთა თქვენთა ამოგინათებთ,

მოინანიეთ, მოინანიეთ და უხვ მოსავალს,

სიმშვიდესა და ჯანმრთელობას თქვენსას მოაწევს

მადლმომფინარი უფლისა ნება,

მოინანიეთ ოღონდაც გულით და უფლის უღლით მიიღეთ შვება.

მ.ბ.

------------------------------

- ჯიუტია ქართველი ერი თავის რწმენაში. ყოვლად უცვლელი, ისევ თაყვანს სცემს ძველისძველ ღმერთებს. ჰმართავენ გასაჭირში ადგილის ხატებს. უკარებლად მიაჩნიათ მათი სავანე, თუნდ ცარიელი, წმიდათა წმიდად . . . სასოებით იხსენებენ ითრუშანს, ციშუბს, იაღსარს, ილორს.

- მეტისმეტად მიმაჩნია მე შიში შენი. შესაძლოა ძველნი ღმერთნი ახსოვდეთ ბუნდად, ვით სიზმარი მივიწყებული, ჩამქრალნი ღმერთნი სამოქმედოდ არ ივარგებენ.

ვასილ ბარნოვი

- რაში ხედავთ გამოსავალს? – ჟურნ. კ.ბრეგვაძე

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი პასიური მოქმედებიდან უნდა გადავიდეს აქტიურში, მხოლოდ ეკლესიების მშენებლობით მდგომარეობა ვერ შეიცვლება, რადგან ნათქვამია: იმისთვის, რომ შეიცვალოს ცხოვრება, ჯერ უნდა შეიცვალოს თვით ადამიანი, რაც ითხოვს პიროვნებისგან ქრისტიანული მსოფლმხედველობით დაპირისპირებას საკუთარ თავთან, ისე, რომ რწმენის ფრესკა უნდა აღიბეჭდოს სულში და არა – ქვაში.

ასე რომ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გამოავლინოს ქრისტეს სიტყვის უზენაესობა სიტყვები მოქმედებაში . . . და არ უკრას თავი მორჩილად ფარისევლებს, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს სიბნელეს . . . რადგან შეუძლებელია, ერთი ჭამიდან ერთდროულად შესვა მღვრიე და წმინდა. ასევეა არჩევანიც, ხოლო საკმარისია მდინარე ადიდდეს, რომ ის, ვინც ერთდროულად ორ ნაპირზე დგას აუცილებლად შიგ ჩავარდება და თან გაიყოლებს მრევლს, ვინც მას ეყრდნობა. ასე რომ, საქართველოს ეკლესიამ ცალსახად უნდა გამოხატოს თავისი არჩევანი ჭეშმარიტი სიტყვის უზენაესობისთვის, გაორების გარეშე, და ამ სიტყვაზე უნდა დაფუძნდეს ძლიერი სახელმწიფო, სადაც გველები ვეღარ შეძლებენ, საკუთარი თავი გვირგვინით შეიმკონ . . .

ე.შევარდნაძის პრეზიდენტობის ეპოქის შესახებ ზურა შიოლაშვილი