3.20.5. Танцы и пляски прославляющиe Господа

Исх.15,20

3.20.5. ცეკვა, ფერხული უფლის სადიდებლად

გამ.15,[20] მსაჯ.11,34; 21,21; 1მფ.18,6; 2მფ.6,14-16 ივდ.15,12 ფს.149,3; 150,4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15

20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

მსაჯულნი 11

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.

მსაჯულნი 21

21. თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.

1მეფეთა 18

6. როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,

2მეფეთა 6

14. რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.

15. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიჰქონდათ უფლის კიდობანი დავითისა და ისრაელის მთელ სახლს.

16. როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.

ივდითი 15

12. ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ.

ფსალმუნი 149

3. განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.

ფსალმუნი 150

4. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.